უმძიმესი ტრაგედია მალდივებზე - რა ახალ დეტალებზე საუბრობენ
1779306877
ბრენდმა Calvin Klein ლიმიტირებული კაფსულური კოლექცია Jung Kook for Calvin Klein გამოუშვა. ეს არის პირველი კოლაბორაცია, რომელიც ბრენდის გლობალურ ამბასადორთან, კეი-პოპ შემსრულებელ ჯონგუქთან ერთობლივად შეიქმნა.
კოლექციაში კაცისა და ქალის 20 მოდელი შევიდა. სამოსი აერთიანებს მუსიკოსის სტილისთვის დამახასიათებელ ბაიკერულ ელფერს Calvin Klein-ის კლასიკასა და მინიმალიზმთან. კაფსულის საფუძველია ქვედა საცვლები და ჯინსი. ყველაზე გამორჩეულ ნივთებს შორისაა 90-იანი წლების სტილის ჯინსის ქურთუკი და დაბალწელიანი სწორი და ბეგი ჯინსები. კოლექციას ასევე ავსებს მაისურები, სვიტშოტები და სარბოლო ქურთუკი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მუსიკოსი კრეატიულ პროცესში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული - კონცეფციის განხილვიდან დაწყებული, დიზაინის დეტალებით დასრულებული. მან პირადად შეარჩია ჯინსის ფერები და Calvin Klein-ის გუნდთან ერთად იმუშავა ცალკეული მოდელების ფორმებზე. მათ კოლექციაში ასევე გააერთიანეს გრაფიკა და ფარული ქარგვა არტისტის ხელმოწერით. ასევე აღნიშნულია, რომ კოლექცია შთაგონებულია მუსიკოსის მოტოციკლებისადმი სიყვარულით.
სარეკლამო კამპანიის კადრებზე პასუხისმგებელი ალასდერ მაკლელანი იყო. Jung Kook for Calvin Klein კაფსულის ნივთების ფასი 29-დან 699 დოლარამდე მერყეობს.