ბირჯე აქალაის პირველი კომენტარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალზე

ბირჯე აქალაი

თურქეთში ხმაურიანი ნარკოოპერაციის შემდეგ ცნობილი მსახიობი ბირჯე აქალაი მიმართავს საზოგადოებას.

მსახიობი რამდენიმე ცნობილ პირთან ერთად „ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების“ ბრალდებით ორი დღის წინ დილას სტამბოლში დააკავეს, თუმცა გამოკითხვისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ იგი გათავისუფლდა.

სტამბოლის რესპუბლიკური პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ჯამში 19 ცნობილი სახე მოექცა სამართალდამცველტა ყურადღების ცენტრში.

დაკავებულებს ჩამოართვეს ჩვენებები და აიღეს სისხლის ნიმუშები, შემდგომ კი, პროცედურების დასრულებისთანავე, ჟანდარმერიის სამმართველოდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ ბირჯე აქალაიმ სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გააკეთა:

„ყველას, ვინც დამირეკა, მესიჯი მომწერა, სიყვარულითა და რწმენით გამამხნევა — მეგობრებს, ახლობლებს და გულშემატკივრებს დიდი მადლობა. კარგად ვარ, ჩვენ კარგად ვართ და ყოველთვის კარგად ვიქნებით.“

მისმა პოსტმა გულშემატკივრებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, ბევრმა კი მსახიობს მხარდაჭერა გამოუცხადა.