ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსზე დაშენებული ხის საცხოვრებელი დაიწვა

ხის საცხოვრებელი დაიწვა

Ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე. ცეცხლი საცხოვრებელი ბინის მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, ცეცხლი უკვე ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები. ცეცხლის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება