ზუგდიდში მანქანა სამ მოზარდს დაეჯახა

ავარია ზუგდიდი

ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე, 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის, მერვე კლასელი ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ამ წუთებში თამარ მეფის გამზირზე შემთხვევის ადგილი გადაკეტილია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.