უმძიმესი ავარია აბაშასთან - ერთმანეთს რამდენიმე მანქანა დაეჯახა, ერთ-ერთი საქორწინოა

პოლიცია ლენტა

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებით

თვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფოს დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავს.

საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.

ამ წუთებში აღმოსავლეთიდან მომავალ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს უშვებენ.