1760793040
ცნობილია, უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
დაღუპულები არიან მახო ლელუაშვილი, ლერი ხიზანიშვილი და გურამ გოჩიაშვილი.