„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ამერიკელი ჩინოვნიკები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის ორგანიზებაზე არაფორმალურად მუშაობენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ტრამპისა და კიმის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო თვეში შედგეს, როცა ამერიკის ლიდერი აზიის ქვეყნებში ტურნეს მოაწყობს.
როგორც რამდენიმე წყარო CNN-ს უყვება, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ამგვარი ვიზიტისთვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარება ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, როგორც ეს ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოხდა.
CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ წლის დასაწყისში ტრამპის მიმართვა კიმ ჩენ ინისადმი უპასუხოდ დარჩა, რადგან ჩრდილოკორეელებმა წერილი არ მიიღეს.