სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
1760813318
რა თქმა უნდა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ დისტანცირებული პოლიტიკიდან, იმ მომავალი პოლიტიკიდან, რომელმაც ქვეყანა შეიძლება, გადაჩეხოს. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებმაც ქამელეონის მაგვარად იცვალეს ფერი, ზნე, სახე ნიღაბი მოირგეს, რაღაც მანტიები მოისხეს და ახლა ისეთ უცოდველ კრავებად გვევლინებიან, თითქოს არაფერ შუაში არ არიან, - განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
მან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო, თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობას და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.
მისივე თქმით, დანაშაულებრივი ქმედებების ავტორები უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც ჯალათები უნდა მოღვაწეობდნენ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ადამიანები, რადგან ესენი არიან არა მარტო ჩვეულებრივი რიგითი წევრები, არამედ ავტორები იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რაც იყო ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა იყოვნენ დისტანცირებული პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც ჯალათები უნდა მოღვაწეობდნენ. პოლიტიკა არის ის ველი, სადაც უნდა მოღვაწეობდნენ პოლიტიკოსები - გასაგებია, სხვადასხვა აზრის, სხვადასხვა შეხედულების, სხვადასხვა მიზნების მქონე, მაგრამ არა ჯალათური, არა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ორიენტირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დალაგდეს. ამის ანალოგები ბევრ ქვეყანაშია და ამაში გასაკვირი არაფერია“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მან მაგალითად დაასახელა გერმანია, რომელიც „ფეხზე დადგა მას შემდეგ, რაც ფაშისტებისგან გაიწმინდა“.