თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

მანქანა დაიწვა

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.