სტალინის სახლ-მუზეუმსა და დადიანების ნიკოსეულ სასახლეში გამნაღმველები მუშაობენ

ნიკოსეული სასახლე

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში და ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში გამნაღმველები მუშაობენ.

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია.

ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.