„სიტყვებს ვერ ვპოულობ... შენი ლამაზი ცოლ-შვილი, შენი დიდი ოჯახი რატომ დატოვე“ - ვინ არის და რას წერენ ტრაგიკულად დაღუპულ 28 წლის ბიჭზე

ალექსანდრე ნუცუბიძე

რამდენიმე დღის წინ, უბედურ შემთხვევას ქუთაისელი ბაიკერი ალექსანდრე ნუცუბიძე ემსხვერპლა. როგორც ახლობლები ამბობენ, ალექსანდრე ბაიკით გადაადგილდებოდა და ამ დროს მოხდა ავარია.

ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

„ალე, რამდენი მოგონება უნდა გავიხსენო. შენნაირი საოცარი ადამიანები რატო უნდა მიდიოდნენ ასე უდროოდ…შენი სიცილი სამუდამოდ თვალწინ მექნება“

„ჩემო დიდო სიყვარულო, ჩემო ალექს, ღმერთს ებარებოდე ჩემო ძმაკაცო და განისვენე იქ სადაც მართალნი განისვენებნ …“

„უფალმა გაანათლოს შენი სული ალექსანდრე. არ ვიცი რა ვთქვა. როცა ვიცი როგორი კარგი ადამიანიც იყავი.
შენი ლამაზი ცოლ-შვილ, შენი დიდი ოჯახი რატომ დატოვე. არ ვიცი, სიტყვებს ვერ ვპოულობ. შოკი მივიღე დღეს როცა მითხრეს რომ აღარ იყავი. ნათელი შენს სულს. გამძლეობა შენს დიდ ოჯახს“

„წმინდა გიორგის ეკლესიაში სტიქაროსნებად მახსოვს ორივე ძმა, ტყუპი, როგორ გაზრდილხარ და დავაჟკაცებულხარ, ღმერთო", - ასეთი მინაწერი აქვს ალექსანდრეს ერთ ერთ ფოტოს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა.