სენაკში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა - არიან დაშავებულები (ვიდეო)

ავარია

სენაკში, სოფელ თეკლათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსს მეორე ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, დაშავდა რამდენიმე პირი. ისინი შესაბამის კლინიკაში გადაჰყავთ.

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.