სამხრეთ კორეაში, მესამე დღეა, წყალდიდობას ებრძვიან, დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში, უკვე მესამე დღეა, წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი ნალექის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული, ხოლო 5 000 ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ფერმერებსაც.

უსაფრთხოების სამინისტროს თქმით, ქვეყნის სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ ჩუნგჩეონგის პროვინციაში, ქალაქ სეოსანში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.

მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ძლიერი ნალექის საშიშროებას 19 ივლისამდე ვარაუდობენ.