სამედიცინო ვერტმფრენი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა - აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები

ავიაკატასტროფა

აშშ-ში, საკრამენტოს სახანძრო სამსახურის ცნობით, კალიფორნიის გზატკეცილზე სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა. CNN-ის ინფორმაციით, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შემდეგ, სამი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საკრამენტოს სახანძრო სამსახურის კაპიტანმა, ჯასტინ სილვიამ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილიდან განუცხადა, რომ ვერტმფრენის ქვეშ მოყოლის შემდეგ, ერთ-ერთი დაშავებული გადაარჩინეს.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, ვერტმფრენი REACH Air Medical Services-ის სახელზე იყო რეგისტრირებული. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს, ვერტმფრენის ბორტზე პაციენტი არ იმყოფებოდა. ვერტმფრენში პილოტი, ექთანი და პარამედიკოსი ისხდნენ.

ავიაკატასტროფის დროს ავტომობილები არ დაზიანებულა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.