1754337602
რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

რუსთავში ავტომობილი გადასასვლელზე მოძრავ 10 წლის ბავშვს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
ბავშვთა მიმღების მორიგე ექიმის განცხადებით პაციენტს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.