ქუთაისში, მოტოციკლი 14 წლის მოზარდს შეეჯახა

ლენტა

ქუთაისში, მოტოციკლი 14 წლის მოზარდს შეეჯახა. 

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. 

ჩვენი ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მცირე დაზიანებები მიიღო, კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.