ქარელში მამამ შვილი სცემა - ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ძალადობა გოგოზე

ქარელში მამამ შვილი სცემა. ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მამა შვილს არასასურველ მამაკაცთან დაოჯახებას აიძულებდა.

„გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში“, - უთხრეს „მოზაიკას“.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 106-ე 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მამაკაცი დაკავებულია ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით.