ნორვეგიის მთებში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს

ნორვეგიის მთებში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტი

ნორვეგიის მთებში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. ის 5 დღის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები კლიმატის ჟურნალისტი ნორვეგიაში, მთის ფერდობზე იპოვეს და გადაარჩინეს. მან თითქმის ერთი კვირა ველურ ბუნებაში მარტომ გაატარა.

მედიის ცნობით, 38 წლის ალეკ ლუნს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერტმფრენის ხმა ესმოდა, მაგრამ ვერ მოძრაობდა, რადგან ბარძაყის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. ჟურნალისტმა სხეულის დაზიანება ფოლგეფონას ეროვნულ პარკში, კლდიდან გადავარდნის შემდეგ მიიღო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მამაკაცმა გადარჩენა წვიმის წყლის და ჩანთაში ნაპოვნი ორი შოკოლადის ფილის მეშვეობით მოახერხა.