მაშველები ნანგრევებში ბავშვს ეძებენ

მაშველები ფონიჭალაში

ფონიჭალაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები, დილის 9 საათიდან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მაშველები ბავშვს ეძებენ. 

ნანგრევებიდან სულ 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, სამი ქალის, ერთი მამაკაცის და ერთი ბავშვის.

მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.

✕