1751653161
მინდელის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომობილებს დაეცა

დღეს დილიდან უამინდობაა საქართველოში. დასავლეთში ძლიერი წვიმაა. საღამოს საათებში გაუარესდა ამინდი თბილისში. ძლიერმა ქარმა უკვე შექმნა პრობლემები.
საბურთალოს რაიონში, მინდელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ მანქანას დაეცა. ადგილზე საპატრულო და შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.