„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა...“ - ავარია ახალციხე-ვალეს გზაზე

პოლიცია ლენტა

ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც რეგიონალური მედია „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.