ავარია რიკოთზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752265069
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანი დაჭრეს.
16 წლის ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დამატებითი დეტალები უცნობია.