„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში სამხედრო მასალების ქარხანაში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ხუთი პირი.
აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი, რომლებსაც ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევენ, ამ ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
გავრცელებული ცნობით, ქარხანაში აფეთქების წინასწარ მიზეზად ტექნიკური უსაფრთხოების დარღვევას ასახელებენ, რასაც განმეორებითი აფეთქება მოჰყვა.
როგორც ცნობილია, ქარხანა საბრძოლო მასალებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.