კოჯორთან, მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს

ქალის ცხედარი იპოვეს

კოჯორთან, მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.