ხანძარი რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარზე - რა ვითარებაა ახლა

ხანძარი

რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე, ტანსაცმლის სექციაში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ფეხსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რის გამოც ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.