1773563479
ხანძარი მუხრანში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ხანძარი იყო. ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.












