ხანძარი გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი

გორში, ვერხვების დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

„მოზაიკას“ ინფორმაციით, ცეცხლი სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსი მე-3 სართულზეა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.