ხანძარი დიდუბეში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

საგანგებოს ფოტო

 თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის  ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი, მას დამწვრობა აქვს მიღებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.