„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
საგარეჯო - თბილისის მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცი საგარეჯოს საავადმყოფოსთან გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც სამარშრუტო ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიღებული დაზიანებებით ხანდაზმული ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მკვიდრია. პერიმეტრზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6- ე ნაწილით დაიწყო.