ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ხამისკურში ერთი პირი დაიღუპა
1774362534
დაკონსერვებული პროდუქტით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები თბილისში, ინფექციურ კლინიკაში მკურნალობენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, მათი მდგომარეობა რთულია.
„დაკონსერვებული საკვები მთლიანად ოჯახმა გასინჯა. ყველა შეიყვანეს თბილისში ინფექციურ კლინიკაში. ქალი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მეუღლე და ოჯახის ერთი წევრი მკურნალობენ"- განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა „პრაიმტაიმთან“.
შეგახსენებთ, 30 წლის ქალი, დაკონსერვებული პროდუქტით ინფექციურ კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ბოტულიზმით დაავადება გახდა.