1751869411
ინდონეზიაში ვულკანი "ლევოტობი" ამოიფრქვა - ტურისტულ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ინდონეზიაში, ტურისტულ კუნძულ ფლორესზე ვულკან "ლევოტობის" ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. როგორც times of india იუწყება, ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის სვეტი 18 კილომეტრს აღწევს.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კუნძულის მოსახლეობასა და ტურისტებს ვულკანთან მიახლოება 6 კილომეტრის მანძილზე აეკრძალათ. ვულკანოლოგიის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფლორესის ტურისტულ კუნძულზე მდებარე 1584 მეტრის სიმაღლის ორმწვერვალიანი ვულკანი "ლევოტობი ლაკი ლაკი" ადგილობრივი დროით დილის 11:05 საათზე ამოიფრქვა. "ლევოტობი ლაკი ლაკის" ვულკანი ამოიფრქვა... ფერფლის სვეტი მწვერვალიდან დაახლოებით 18 000 მეტრ სიმაღლეზე ავიდა", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.