გორში, ქალს მანქანა დაეჯახა

policiis lenti

ორში, სუხიშვილის ქუჩაზე ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.