თბილისში ახალგაზრდა მომღერალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
1704012350
ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, საპირისპირო ზოლში მიმავალი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი მანქანის მძღოლი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელვაჩაურში მცხოვრები 39 წლის ლევან ლორთქიფანიძეა.
მეორე მანქანის მძღოლი დაზიანებებით ასევე კლინიკაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეზობელია ლევანი, ოთხი შვილის მამა, უფროსი შვილი 14 წლის იქნება, პატარა ერთი წლის არის. ჰყავს მეუღლე. ლევანის დედა ემიგრაციაში - იტალიაშია. ეს თავზარდამცემი ამბავი იქ გაიგო, რომ მონატრებული შვილი აღარ ჰყავს. საუკეთესო და თბილი ადამიანი იყო ლევანი, სიტყვები არ მყოფნი, ვუსამძიმრებ ყველას”, - ამბობს მეზობელი. ვრცლად
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1785266635