ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახა - ავარია ბათუმში

policiis lenti

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.