ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა - ავარია ასპინძაში

avaria

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიჯგორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.