1752782318
ერაყში 5 დღის წინ გახსნილ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 55 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ელ-კუთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ინფორმაციას BBC ერაყის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გაიხსნა. შენობაში ხანძარი ოთხშაბათს საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.
სამედიცინო სააგენტო AFP-ის ცნობით, ხანძარმა 55 ადამიანი იმსხვერპლა. ამასთან, მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
"ტრაგედია შეგვემთხვა", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა მოჰამედ ალ-მიაჰიმ და დასძინა, რომ სავაჭრო ცენტრის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.