1746733863
„ჭიპლარი ჯერ კიდევ მიმაგრებული ჰქონდა...ჩვილი ცოცხალი იყო და ტიროდა...“ - კალიფორნიაში, პოლიციამ ნაგავსაყრელზე ჩვილი იპოვა

აშშ-ში, კალიფორნიაში, პოლიციამ ნაგავსაყრელზე ჩვილი იპოვა. სამართალდამცველებს რივესაიდის დასახლების მაცხოვრებლებმა შეატყობინეს, რომ საცხოვრებელ კომპლექტთან არსებული ნაგავსაყრელიდან ბავშვის ტირილის ხმა ესმოდათ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლიციის მიერ ნაპოვნ ბიჭს ჭიპლარიც კი არ ჰქონდა გადაჭრილი. ახლა სამართალდამცველები ეძებენ დედას, რომელმაც უმწეო ახალშობილი მიატოვა.
"როდესაც ოფიცრები მივიდნენ, მათ იპოვეს ახალშობილი ბიჭი, რომელიც იწვა ნაგავსაყრელის გვერდით, სუნთქავდა, ტიროდა და ჭიპლარი ჯერ კიდევ მიმაგრებული ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიკოსებმა ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რივერსაიდის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლები თვლიან, რომ ბავშვი მის მიტოვებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიბადა და შიშობენ, რომ დედას შესაძლოა სამედიცინო დახმარება სჭირდება.
"ჩვენი მთავარი მიზანია დედის პოვნა, რათა უზრუნველვყოთ მისი ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და მივაწოდოთ მას ნებისმიერი სამედიცინო დახმარება, რომელიც დასჭირდება", - წერს პოლიციის სპიკერი.