ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

პოლიცია ლენტა

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა.

40 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.

„პრაიმტაიმს“, შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.