ავარია წინანდალში - არის მსხვერპლი

policiis lenti

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში. სოფელ წინანდალში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა ტრაქტორის მძღოლი.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.