1756145280
ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - არის მსხვერპლი

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 25 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა.
ერთი დაშავებული ახალქალაქის კლინიკაში შეიყვანეს, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. იგი დღეს თბილისში გადმოიყვანეს.
შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.