„ამწეს კაუჭი მოწყდა და მანქანას დაეცა...“ - რა ხდება ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე

შემთხვევა პოლიტკოვსკაიაზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს დაზიანებული ავტომობილი. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა.

ადგილობრივის თქმით, ავტომობილის მძღოლი ბეწვზე გადარჩა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო და სამედიცინო ბრიგადები. საბედნიეროდ, მანქანის მძღოლ ბიჭს დაზიანებები არ მიუღია.