გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1744531125
თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირებით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.
მისვე თქმით, ამ დროისთვის, დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება პაციენტებს, ახლოს მდებარე კლინიკებიდან მათი გადაყვანა სხვადასხვა საავადმყოფოში ამ დრომდე გრძელდება.
"112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, 5 წუთში მოვიდნენ ეკიპაჟები ადგილზე. დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სპეციალური ტექნიკა, რამაც მოგვცა ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება.
რაც შეეხებათ პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და ამ დრომდე მიმდინარეობს პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში.
მიზეზებზე ვერ მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ და მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.