ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
კონგოს ერთ-ერთ საბადოზე, სადაც სპილენძის მოპოვება მიმდინარეობს, ხიდი ჩამოინგრა, რასაც, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც ბევრი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
კონგოში ძალიან ბევრი კუსტარული საბადოა, სადაც მსგავსი ფაქტები რეგულარულად ხდება. ყოველწლიურად ასეთ საბადოებზე ათობით ადამიანი იღუპება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხიდის ჩამონგრევას წინ უძღოდა შეტაკება ადგილობრივ მაღაროელებსა და სამხედროებს შორის, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.