სკრინინგი

ჯანდაცვა • 1794553680

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ.დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, სკრინინგი დაავადებათა პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი თქმით, დაავადების დროული აღმოჩენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის და ჯანმრთელობისთვის შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.სკრინინგული კვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებისა და შესაბამისი სამედიცინო სტანდარტების გამოყენებით, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა.მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს პრევენციული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების თანაბრად უზრუნველყოფას.სკრინინგის პროცესს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილეებთან  ირმა ხონელიძესთან, ია ახალაიასთან, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ხვიჩა ქადაგიძესთან ერთად  ადგილზე გაეცნო.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1794482376

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს მიმართავს

მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი,- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას, კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ,“ - წერს ფეხბურთელი.UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ზურგიდან თავს დაესხნენ.ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ წყდება გამოხმაურებები ქართველი და უცხოელი სპორტსმენების, ინფლუენსერებისა და საზოგადოების მხრიდან.

კვარა

სპორტი • 1794378360

„WhatsApp-ის ჯგუფში მოგვწერა“ - რას ამბობს თანაგუნდელი კვარაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ვიტინია DAZN-ს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.„ბარსელონასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „კვარას“ ოპერაცია ჩაუტარდა და, ვიტინიას თქმით, მან პარიზელ თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„ხვიჩა WhatsApp-ის ჯგუფში გველაპარაკა და გვითხრა: „მადლობა მხარდაჭერისთვის“. თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკეც მიწერა. იმედი გვაქვს, კარგად დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს სწორად გაივლის. მას ძალიან დიდი დრო აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 100 პროცენტით მზად იყოს, დასაბრუნებლად. ყველანი მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ფეხბურთელმა.ცნობისთვის, კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. ხვიჩას ოპერაცია ჩაუტარდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

ხვიჩა კვარაცხელია

საზოგადოება • 1794251235

„წახვედი და წაიღე ბავშვობის მოგონებებიც...“ - ხვიჩა კვარაცხელია გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი, სანდრო ენუქიძე ემსხვერპლა.როგორც ირკვევა, ის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის მეგობარი იყო.„სანდრიკ, წახვედი და წაიღე ბავშვობის მოგონებებიც...“ - წერს ფეხბურთელი.ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები ემშვიდობებიან:„ეჰ სანდრო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა! წავიდა იმ ქვეყანაში ჩვენი მეგობარი და უამრავ ადამიანს დაგვწყვიტა გული... სამარადისო ხსოვნა, ჩემო ძმაო “.„წლები გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს შეხვედრა ასე სამუდამოდ დარჩებოდა მოგონებად, მშვიდად განისვენე სიკეთით სავსე ბიჭუნავ“

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1794048674

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს, - ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. მან რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დაამყარა.კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ეს მიღწევა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა.შედეგად, კვარაცხელია უკვე "გინესის მსოფლიო რეკორდების" 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაშია.

კვარა

საზოგადოება • 1793816831

„თუ შეიძლება, მსოფლიოში სამი ექიმი დაასახელო, ერთ-ერთია...“ - ვინ არის ქირურგი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ურთულესი ოპერაცია გაუკეთა

ხვიჩა კვარაცხელიას  წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ქირურგმა, პიტერ ვენდონკმა ჩაუტარა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ „მეფესავით პოდკასტში“ განაცხადა.„ამ სფეროში, თუ შეიძლება, მსოფლიოში სამი ექიმი დაასახელო, ერთ-ერთი არის პიტერ ვერდონკი, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა. ვიცი დეტალები, რა ტიპის ოპერაციაა, რა მეთოდით გაკეთდა და ა.შ.“ - თქვა ხარაბაძემ.კვარაცხელიას ექიმი დოჰაში, კატარში, Aspetar-ის ორთოპედიულ და სპორტული მედიცინის საავადმყოფოში მოწვეული ქირურგის სტატუსით მუშაობს.მას 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული და საერთაშორისო სამედიცინო კვლევებშიც მონაწილეობს.1999 წელს გენტის უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით დაამთავრა;2006 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადოქტორო კვლევა მენისკის ტრანსპლანტაციასა და ქსოვილოვან ინჟინერიას ეხებოდა.100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში;2019–2022 წლებში ბელგიის მუხლის ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, ხოლო 2024–2025 წლებში ბელგიის ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საზოგადოებას ხელმძღვანელობდა;2026 წლის 17 ივნისს სწორედ ვერდონკმა გაუკეთა მუხლზე ოპერაცია საუდის არაბეთის ნაკრებისა და ალ-ნასრის ფეხბურთელს, სულთან ალ-ღანამს;მუშაობს ანტვერპენის ორთოპედიულ ცენტრში და მოწვეული ქირურგის სტატუსით თანამშრომლობს კატარის ცნობილ სპორტულ სამედიცინო კლინიკა ასპეტართან;27 ოქტომბერს სწორედ ასპეტარში ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.

მიქაუტაძე-კვარა

სპორტი • 1793728815

გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგული ტელევიზიიდან მიმართა

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილმა ფრანგულმა ტელევიზია Canal+-მა გიორგი მიქაუტაძის მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას სამოტივაციო სიტყვით მიმართავს.„კვარა, ძმაო, იმედი მაქვს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე რწმენა შენს თავში, იყავი ძლიერი. ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. გამაგრდი და მალე შევხვდებით, ძმაო. მიყვარხარ“, - თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

კვარა პსჟ

სპორტი • 1793639452

ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების (World 11) კანდიდატთა საბოლოო სიაში მოხვდა.პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.2026 წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში 73 ქვეყნის 19 806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბოლოო სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი:მეკარეები: ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი, დავიდ რაია.მცველები: პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია, ვირჯილ ვან დაიკი, გაბრიელ მაგალაეში, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში, უილიამ სალიბა, დაიო უპამეკანო.ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ბრუნო ფერნანდეში, ენცო ფერნანდესი, პედრი, დეკლან რაისი, როდრი, ვიტინია.თავდამსხმელები: ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, კრიშტიანუ რონალდუ, ლამინ იამალი.1TVSPORT

წჭარა

საზოგადოება • 1793422320

კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“  სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღო. მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845  შეადგინა. მეორე ადგილზე ბათუმელი კონტენტ-კრეატორი ხვიჩა ასამბაძე გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 104 637 525 წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა ( 92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს სასტუმროებმა „კასტელო მარე“, “მონარქი”, “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, „ნიუ ვეივი“, „ბესთ ვესთერნ პლუს ბათუმი“, რესტორნებმა „რეტრო“, „რუსთაველი“, ტურისტულმა კომპანიებმა “აჭარა ტური”, “Royal Travel”, „ბათუმი ავია ტური“ და კომპანიებმა „ტურ ინვესტ ჯგუფი“, „ნოვა“, Zernoff, „კომფორტი“, „ჯიჯი“, „მერრი ტურ ენდ კოს“. მათი რჩეულები კონტენტ-კრეატორები ლაშა ველიაძე, ხვიჩა ასამბაძე, ირმა ირემაძე, ჯაბა გოგიტიძე, ზიზი ამირანაშვილი, გიო ართმელაძე, დავით ბეგიაშვილი, დიმა აბულაძე, ქეთი გურგენიძე და ცოტნე რამიშვილი  გახდნენ.  აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.წელს, კამპანიაში 120-ზე მეტი კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა, თუმცა აქტიურად 60-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროექტში. საბოლოოდ, ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად  მოგზაურობდნენ  აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად,  მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი  პოსტი გამოაქვეყნეს,  მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიარდით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200--მდე ტურისტულ ობიექტს,  ადგილსა და პროდუქტს  გაუწიეს პოპულარიზაცია.კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორთვენახევრის განმავლობაში იმოგზაურეს და შიდა ტურისტებს გააცნეს აჭარის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები.  2025 წელს, კამპანიამ სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდ წვდომას მიაღწია, 2024-ში 240 მილიონზე მეტს, ხოლო 2023 წელს 100 მილიონი წვდომა  დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების  მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

გამომყევი აჭარაში

საზოგადოება • 1793389859

კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებული გამოვლინდა

„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის გამარჯვებული კონტენტ-კრეატორი გუგა გიორგობიანი გახდა. მის მიერ აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 დააგროვა.მეორე ადგილი ბათუმელმა კონტენტ-კრეატორმა ხვიჩა ასამბაძემ დაიკავა. მისი კონტენტის წვდომამ სოციალურ ქსელებში 104 637 525 შეადგინა.მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა (92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.კამპანიის გამარჯვებულები დღეს ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. საკუთარი რჩეულები დაასახელეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.წელს, შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს.კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200 -მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.

თორნიკე კვარა

სპორტი • 1793306079

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ - თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

კვარა

საზოგადოება • 1793255476

ოპერაციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ფოტო გავრცელდა

„პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის ჩატარების შემდეგ მოინახულა.ალ-ხელაიფი კატარის დედაქალაქ დოჰაში იმ კლინიკას ესტუმრა, რომელშიც ქართველმა შემტევმა მუხლის ჯვარედინი იოგების ოპერაცია ჩაიტარა და ბიზნესმენი ხვიჩას მდგომარეობას პირადად გაეცნო. შეხვედრის ამსახველი ფოტო კვარამ „ინსტრაგრამ-ზე“ გაავრცელა.შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიას 7-9 თვე გაუცდება და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონის დასაწყისში დაბრუნდება.

✕