ონკანი

დედაქალაქი • 1789760991

წყალი 15 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 სექტემბერს, ღამის 23:00 საათიდან 19 სექტემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაჟა-ფშაველას გამზირის N25-41, N2-58, ალ.ყაზბეგის გამზირის N1- 55, N2-36, კანდელაკის ქუჩა N12, 14, 16, ბუდაპეშტის ქუჩა N5-11, თამარაშვილის, ქართველიშვილის, ანტონოვსკაიას, ასათიანის, მიცკევიჩის, ჯ. ბაგრატიონის, ვაკელის, გიგოშვილის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის და შალვა მიქელაძის ქუჩებს, სხირტლაძის, მიქელაძის, სვანიძის, წყნეთის, ნ. ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ჯივიპის განცხადებაში.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1789726576

ირაკლი ფავლენიშვილი – ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის და არა „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისურვებდი, შეწყვიტონ ცილისწამება ჩვენს პარტიასთან დაკავშირებით

 ჩვენ ყველას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ არა „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.„ხალხი  უკვე დაიღალა ამ მუდმივი თავდასხმებით, ამიტომაც ნამდვილად აღარ ვაპირებ, ჩავერიო ამ თავდასხმებში. ვიმეორებ, ყველას ვუსურვებ წარმატებას რაც არ უნდა მათი ქმედებები, განცხადებები ყოფილიყო ჩვენთვის მიუღებელი, ივანიშვილს თუ შეებრძოლებიან, დაუპირისპირდებიან, ვუსურვებ წარმატებას. ვისურვებდი, მალე შეწყვიტონ ბრალდებები, ცილისწამება და ჭორები „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის პოსტთანდაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელშიც ხაბეიშვილმა უმოქმედობა გააკრიტიკა და „შიშის დაძლევისა და გამბედავი ნაბიჯების“ საჭიროებაზე ისაუბრა, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ იზიარებს ამ გზავნილს.„რა თქმა უნდა,  ვიზიარებ ამ გზავნილს, ამიტომაც ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ აღარ ვაპირებ მუდმივად ერთი და იმავეს საუბარს. ყველამ ყველაფერი გაიგო, დებატებზე სამწუხაროდ არ დასხდნენ ადამიანები იქით მხრიდან. ახლა საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველას ვუსურვებ წარმატებას, რაც არ უნდა თავდასხმებს ჰქონოდა ადგილი, მათი მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

გიორგი ჩაკვეტაძე

პოლიტიკა • 1789706400

მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან - გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე

 ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან - ასეთია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასება.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება, თუმცა მათი შემდგომი მოქმედებები, მისი შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისგან მიღებულ დავალებებზე იქნება დამოკიდებული.შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. თუმცა ხაბეიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები."მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა რა დავალებაც ექნებათ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ისე მოიქცევიან, ასე აკეთებდნენ წლების წინ, ასე აკეთებენ დღესაც და ალბათ ასე მოიქცევიან მომავალშიც, ეჭვი არ მეპარება.როდესაც პოლიტიკოსი არ ეკუთვნის თავის თავს და არ ემსახურება საკუთარი სამშობლოს ინტერესებს და ემსახურება უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებას და დავალებას, ზედმეტია საუბარი რაიმე წარმატებაზე", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

 კახა კალაძე

პოლიტიკა • 1789706018

ოპოზიციად წოდებული ის უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები მთლიანად განულებულები არიან - კახა კალაძე

 ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან - ასეთია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასება.უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერები ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართულები და გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ.შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. თუმცა ხაბეიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები."ოპოზიციად წოდებული ის უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები მთლიანად განულებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და რაც მთავარია, სწორ ანალიზს აკეთებს, შეფასებებიც აქვს და ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ვინ ვინ არის, ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ჩართული არიან ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში და ყველაფერს აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ გააკეთონ რა დავალებებსაც მისცემენ გარედან.რა თქმა უნდა, სამშობლოს სასიკეთო დავალებები აქ არ მოდის, იმიტომ, რომ იმ გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ და თავიანთი ინტერესების გატარებას სურთ, სურვილი აქვთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის უკრაინა, პირობითად ვიძახი, გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად", - აცხადებს კახა კალაძე.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი • 1789670574

წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„18 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 სექტემბერს, ღამის 23:00 საათიდან 19 სექტემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაჟა-ფშაველას გამზირის N25-41, N2-58, ალ.ყაზბეგის გამზირის N1- 55, N2-36, კანდელაკის ქუჩა N12, 14, 16, ბუდაპეშტის ქუჩა N5-11, თამარაშვილის, ქართველიშვილის, ანტონოვსკაიას, ასათიანის, მიცკევიჩის, ჯ. ბაგრატიონის, ვაკელის, გიგოშვილის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის და შალვა მიქელაძის ქუჩებს, სხირტლაძის, მიქელაძის, სვანიძის, წყნეთის, ნ. ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ჯივიპის განცხადებაში.

gwp

დედაქალაქი • 1789661676

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვაკისა და საბურთალოს რაიონში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება 18 სექტემბერს, ღამის 23:00 საათიდან 19 სექტემბრის 14:00 საათამდე შეეზღუდება.„18 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 სექტემბერს, ღამის 23:00 საათიდან 19 სექტემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაჟა-ფშაველას გამზირის N25-41, N2-58, ალ.ყაზბეგის გამზირის N1- 55, N2-36, კანდელაკის ქუჩა N12, 14, 16, ბუდაპეშტის ქუჩა N5-11, თამარაშვილის, ქართველიშვილის, ანტონოვსკაიას, ასათიანის, მიცკევიჩის, ჯ. ბაგრატიონის, ვაკელის, გიგოშვილის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის და შალვა მიქელაძის ქუჩებს, სხირტლაძის, მიქელაძის, სვანიძის, წყნეთის, ნ. ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ჯივიპის განცხადებაში.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1789640340

ლაშა ფარულავა: ვმუშაობთ, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ

მძიმე რეალობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ქართველი ხალხის მობილიზება, რათა კორუფცია, კრიმინალი, ძალადობა და მკვლელობები ამ ქვეყანაში დავასრულოთ. არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.ფარულავას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ხაბეიშვილი საუბრობს აქტიური პროტესტის აუცილებლობასა და ამ კუთხით გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე.„ლევან ხაბეიშვილის მიმართვა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. სინამდვილეში, ეს მიმართვაა იმ ხალხის მიმართ, რომელსაც ამ ქვეყანაში არ სჯეროდა, რომ ამ მასშტაბების კორუფცია იყო, რომ ძარცვავდნენ საბავშვო ბაღებს, ძარცვავდნენ ჯარს, ძარცვავდნენ სოცდაუცველებს. ამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი და სხვები ამას არათუ არ იჯერებდნენ, არამედ აყოლილი იყვნენ არასწორ ნარატივს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ვართ იქ, სადაც არის ქართველი ხალხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ წესრიგი, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმისთვის, რომ ყოველდღიური დღის წესრიგი შექმნას ივანიშვილის კრიმინალური კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხოთ ეს რეჟიმი. რეპრესიისა და ტერორის მიუხედავად, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, მათ შორის ფინანსების გარეშე, რადგან ეს ჩვენი, ჩვენი ხალხის ბრძოლაა. ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტყვე. ის აკეთებს განცხადებებს იმ გადმოსახედიდან, რაც რეალური და სინამდვილეა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ ამ კრიტიკას, არამედ ვემზადებით იმისთვის, რომ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გუშინ გამოაქვეყნა. ლევან ხაბეიშვილი უმოქმედობას აკრიტიკებს და „შიშის დაძლევისა და გამბედავი ნაბიჯების“ საჭიროებაზე საუბრობს. „აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ, შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ, მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, შემოდგომა დადგება, ასე და ისე ვიზამთო, დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით“, – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა.

კი

საზოგადოება • 1789618715

ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა

ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან ამჯერად საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დღემდე იმალებიან. ხაბეიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ მართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.მის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და თავი იმით იმართლა, რომ ხაბეიშვილი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გულისხმობს.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1788172371

ლაშა ფარულავა: ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს

ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ბანდიტური დანაყოფი. ახლა ვხედავთ მაჭავარიანის გააქტიურებას, ვინაიდან დაკარგა თავისი პოლიტიკური მამა და პროტექციონისტი – მამუკა მდინარაძე აღარ არის პოლიტიკაში. მას გაუჭირდება „ქართულ ოცნებაში“ ფეხის მოკიდება და, შესაბამისად, ახლა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ლევან მაჭავარიანის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.ფარულავას თქმით, კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც რეპრესიისა და ტერორის ქვეშაა.„მაჭავარიანები, ეს კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც არის რეპრესიისა და ტერორის ქვეშ და, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას. ბრძოლა არა მხოლოდ ბოლომდე გაგრძელდება, არამედ დასრულდება გამარჯვებით და ამას იხილავს ქართველი ხალხი. ვინმეს თუ ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ქართველ ხალხს რეპრესია და ტერორი მოუწყო. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში; სასამართლოში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და უკვე ეს ავთენტური მტკიცებულება შექმნა ღარიბაშვილმა. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს, ამ საფრთხის არიდებას ცდილობს ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.„არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გატარების გამო დღესაც არის აშშ-ის მხრიდან სანქცირებული. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სანქციები აქვთ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს, ისინი არ არიან საქართველოს მთავრობის წევრები, ისინი არიან „ოცნების“ და ივანიშვილის მთავრობის წევრები. ჩვენ ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლის ფასს, მათ შორის, პატიმრობით იხდის პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჩვენი ორგანიზაციის თბილისის ლიდერი ირაკლი ნადირაძე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ვიქნებით არა მხოლოდ ბოლომდე, არამედ გამარჯვებამდე. რაც არ უნდა რეპრესია, ტერორი მოგვიწყოს რუსულმა ოცნებამ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას არავის დავუთმობთ, საქართველო არ და ვერ გარუსდება“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები. უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“.

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკა • 1787251740

ლადო სადღობელაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია რომ ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირი აკავშირებთ, ანუ ხაბეიშვილი ნაციონალებში ჩანერგილი ყოფილა… საინტერესოა სააკაშვილი საქმის კურსში იყო? და ხაბეიშვილი ისევ ნაცმოძის წევრია? რამდენია დღემდე ნაცმოძში “ანიტას” კადრი?

გავრცელდა ინფორმაცია რომ ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირი აკავშირებთ, კერძოდ, ლილუაშვილის ცოლი ხაბეიშვილის ნათლიის შვილია… ანუ ხაბეიშვილი ნაციონალებში ჩანერგილი ყოფილა…ოპერაცია “ანიტა” როგორც ნაცმოძის კონტროლის მექანიზმი!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საინტერესოა სააკაშვილი იყო თუ არა საქმის კურსში.“- გავრცელდა ინფორმაცია რომ ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირი აკავშირებთ, კერძოდ, ლილუაშვილის ცოლი ხაბეიშვილის ნათლიის შვილია… - ანუ ხაბეიშვილი ნაციონალებში ჩანერგილი ყოფილა… ოპერაცია “ანიტა” როგორც ნაცმოძის კონტროლის მექანიზმი! - საინტერესოა სააკაშვილი საქმის კურსში იყო? ნაცების თავმჯდომარედ სწორედ სააკაშვილმა არ დანიშნა? ხო და რა მინდოდა მეკითხა თუ სააკაშვილი საქმის კურსში არ იყო ახლა ხომ გაიგო? და ხაბეიშვილი ისევ ნაცმოძის წევრია? ისა და რამდენია დღემდე ნაცმოძში “ანიტას” კადრი? თან საკვანძო პოზიციებზე? - ნაციონალური მოძრაობა წესით ძალიან უნდა დაზარალდეს, უნდა დაიშალოს კიდეც, ნუ მინიმუმ სერიოზული “ნაც”ტეხი ანუ “ჩანერგილების განგრენა” უნდა მოიჭრას…”- წერს სადღობელაშვილი.

შაკო ჩაჩანიძე

პოლიტიკა • 1787235417

შაკო ჩაჩანიძე: ცნობილი ხდება ლილუაშვილის და ხაბეიშვილის ნათესაური კავშირების შესახებ, კერძოდ, ლილუაშვილის ცოლი ხაბეიშვილის ნათლიის შვილია - ამ კავშირების გარეშეც ცხადი იყო, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი და სუს-ის ყოფილი შეფი ბინძურად თანამშრომლობდნენ, ახლა უბრალოდ ნათელია, საიდან მოახერხეს ხაბეიშვილის გადაბირება, მისი დახელფასება და ქვეყნისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ მისი გამოყენება

რამდენიმე თვის წინ, როდესაც კორუმპირებული გრიგოლ ლილუაშვილი დაიჭირეს, ბევრი სკანდალური ამბავი გასკდა. მათ შორის ერთ-ერთი გასაკვირი სიახლე იყო ხაბეიშვილის თანამშრომლობა სუს-თან „ანიტას“ მეტსახელით და ლილუაშვილისგან ქრთამების აღება,  - წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.მისივე ინფორმაციით, ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირიც აქვთ, კერძოდ, სუს-ის ყოფილი უფროსის მეუღლე, ხაბეიშვილის ნათლიის შვილია. როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, უკვე ნათელი გახდა, საიდან მოახერხა ლილუაშვილმა ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება და მისი ქვეყნისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამოყენება.,,ახლა კი ცნობილი ხდება ლილუაშვილის და ხაბეიშვილის ნათესაური კავშირების შესახებაც, კერძოდ  გრიგოლ ლილუაშვილის ცოლი, მაია ჭეიშვილი არის ხაბეიშვილის ნათლიის, თემურ ჭეიშვილის შვილი. ცხადია, ამ კავშირების გარეშეც ცხადი იყო, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი და სუს-ის ყოფილი შეფი ბინძურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მაგრამ ახლა უბრალოდ ნათელია, საიდან და რა გზით მოახერხეს ხაბეიშვილის გადაბირება, მისი დახელფასება და ქვეყნისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ  მისი გამოყენება. ერთი მხრივ გულდასაწყვეტია, რომ ყოფილი თანამდებობის პირი ასეთ გაუგონარ სიბინძურეში იყო გახვეული, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგია, რომ ყველაფერი გაირკვა და როგორც ლილუაშვილი, ასევე ნაძირალა ხაბეიშვილი იქ არიან, სადაც მათი ადგილია. ეს კი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს ბოროტი საქმე, რომელიც არ იხილავს დღის სინათლეს!" - წერს შაკო ჩაჩანიძე.

სააკაშვილი

პოლიტიკა • 1785836613

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის დახმარებით, ისევ განიმტკიცებს წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით, მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან.ხვალ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი. რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, ამ ბორდს მე ვუდგავარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რათა გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები და ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ, სუბიექტური მომენტების გარეშე. რაც შეეხება დროებით მმართველობას, ის იფუნქციონირებს 6 თვე, რეფორმათა ბორდის საბოლოოო რეკომენდაციებამდე და მათში წარმოდგენილი უნდა იყოს დღევანდელი ლიდერშიპი სრული შემადგენლობით, მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებებისა. ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა, ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით (ბევრ რამეში ის ჩემს ადრეულ თავს მაგონებს) მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე“, – წერს სააკაშვილი.

✕