დრონი გაანეიტრალეს

ომი უკრაინაში • 1791184664

რუსეთის იერიშს ხარკოვში მსხვერპლი მოჰყვა

 რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

უკრაინა

ომი უკრაინაში • 1791179940

რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს რაკეტებით შეუტიეს

 რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს რაკეტებით შეუტიეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი; დაზიანდა 10-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, ავტომობილები და ადმინისტრაციული შენობა.პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტი მწყობრიდანაა გამოსული. უწყება ადასტურებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიების სიღრმეში, სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშებს განაგრძობს.ამ ფონზე კი, უკრაინამ და გერმანიამ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

sozar subari

პოლიტიკა • 1791175924

,,4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა” - სოზარ სუბარი

 2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს შეჭრას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში."4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან მკაფიო და აშკარა მცდელობა. ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა გრძელდება დღესაც და ამის მკაფიო დასტურია ისიც, რომ დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს შეჭრას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში, შეჭრის მცდელობას პრეზიდენტის შენობაში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას," - აღნიშნა სოზარ სუბარმა."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ.შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე გუშინ ვრცელი წერილი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კი

პოლიტიკა • 1791172793

რუსულმა ძალებმა ხარკოვს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონს „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომობილები და ადმინისტრაციული შენობა იწვის, დაახლოებით ათი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791105858

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოჰყოლია ერთი წლის გასვლის შემდეგაც სათანადო რეაგირება 4 ოქტომბრის მოვლენებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომლის დაგმობაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მომხდარა.„ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო. გარედან იმართებოდა აღნიშნული პროცესი. გავიხსენოთ, მთელი თვეების განმავლობაში როგორი კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. არც მაშინ მოუსმენია ვინმეს ერთი განცხადებაც კი და არც მერე, როდესაც სცადეს სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რომ მომხდარი დაეგმოთ.გახსოვთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე გადაანგრიეს, მცდელობა ჰქონდათ შენობაში შეჭრილიყვნენ, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალკვალიფიციურად, ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც არის და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არის მიცემული. ზოგიერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული. ეს ადამიანები დღეის მდგომარეობით, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ აღიარა, გათავისუფლებულები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.გარდა ამისა, კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, პაატა ბურჭულაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ „ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“.„რა უნდა ვუპასუხო მას? პაატა ბურჭულაძეს როგორ შეიძლება სერიოზულად უპასუხო? მისი ქმედებები გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ დაამთავრა. მე მგონი ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791050597

ირაკლი კობახიძე - ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული

ბიზნესის რეკეტი ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. საუბარი ზედმეტი იყო ბიზნესის თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.„მე ერთხელ მაშინ მომიწია სუფრასთან ყოფნა, სადაც დაახლოებით 10-15 ბიზნესმენი იყო და უკლებლივ ყველა ბიზნესმენს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. როგორ მიიყვანეს მოდულის შენობაში, ტანსაცმელი გაახდევინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მიუწერეს ფურცელზე თანხა, რომელიც უნდა მიეტანა. ათასი ისტორია არსებობს და ამ ისტორიებსაც შეგვიძლია, ჩავყვეთ. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა. არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა.მედიის პლურალიზმი, ყველამ კარგად იცის, როგორ მიიტაცეს ჯერ ერთი მაუწყებელი, შემდეგ მეორე კერძო მაუწყებელი და საბოლოო ჯამში იყო სამი საერთო ეროვნული მაუწყებელი, რომელიც მუშაობდა მაშინ ქვეყანაში და ფარავდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას, სამივე იყო ტოტალურად მაშინდელი რეჟიმის საკუთრებაში და ხელში. რაც გააკეთეს აბსოლუტურად უკანონოდ, რაც დაადგინა შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ და კიდევ ერთხელ იყო მედიამონოპოლია შექმნილი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი უმძიმესი ქმედებათა ერთობლიობა, რაც მედიის მიმართ ჩაიდინეს. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტების მიმართ მოპყრობაზე და ა.შ. უამრავი ფაქტი არსებობს ამასთან დაკავშირებით.სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად იყო სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად ქცეული. არავითარი სხვა დატვირთვა ამ უწყებებს არ ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკო

რეგიონი • 1791028449

17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა - ცესკო

ცესკოში ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.„გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 15:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა. მათ შორის ახმეტაში - 93 (34.19%), დმანისში 129 (49.05%), წალკაში 352 (34.82%) და ვანში 327 (48.16%) ამომრჩეველი.იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ემსახურებიან.საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკო

რეგიონი • 1791028289

„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“ - როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის?

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.მისივე თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით, უბნებზე მივიდა 901 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 40,49%-ს შეადგენს."მათ შორის, ახმეტაში მივიდა 93 ამომრჩეველი (34,19%); დმანისში 129 ამომრჩეველი (49,05%), წალკაში 352 ამომრჩეველი (34,82%), ვანში 327 ამომრჩეველი (48,16%)", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.მისივე თქმით, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ემსახურებიან."საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ბაგა-ბაღის მართვის სააგენტო

საზოგადოება • 1790957738

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის N61 საბავშვო ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.„საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები.30 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის გარკვეულ ადგილებზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ მყისიერად მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა, რამდენადაც ექსპერტიზა ხანგრძლივ სამუშაოს მოიცავს, სააგენტომ პარალელურად მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა. ლაბორატორიის ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი. ამავდროულად, დაიგეგმება და განხორციელდება ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო. პარალელურად, სააგენტო დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელსაც დაეფუძნება სააგენტოს შემდგომი რეაგირება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, თემქაზე მდებარე 61-ე საბავშვო ბაღის შენობას ბზარები გაუჩნდა და სააღმზრდელო პროცესის გაგრძელება არ იყო უსაფრთხო.

 საბავშვო ბაღი

საზოგადოება • 1790947020

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის N61 საბავშვო ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.„საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები.30 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის გარკვეულ ადგილებზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ მყისიერად მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა, რამდენადაც ექსპერტიზა ხანგრძლივ სამუშაოს მოიცავს, სააგენტომ პარალელურად მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა. ლაბორატორიის ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი. ამავდროულად, დაიგეგმება და განხორციელდება ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო. პარალელურად, სააგენტო დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელსაც დაეფუძნება სააგენტოს შემდგომი რეაგირება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, თემქაზე მდებარე 61-ე საბავშვო ბაღის შენობას ბზარები გაუჩნდა და სააღმზრდელო პროცესის გაგრძელება არ იყო უსაფრთხო.

ჰჯ

მსოფლიო • 1790920155

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს „ჰიბრიდული“ აღარ უნდა უწოდონ, რადგან ეს „ტერორისტული და დივერსიული თავდასხმებია“

 ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს „ჰიბრიდული“ აღარ უნდა უწოდონ, რადგან ეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეფასებით, „ტერორისტული და დივერსიული თავდასხმებია“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.ცაჰკნას თქმით, ეს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელიც „რაღაც სახის ომს“ უტოლდება.მისი განცხადებები მოჰყვა ესტონეთის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტალინში Milrem Robotics-ის შენობაში, რომელიც უკრაინას უპილოტო სახმელეთო მანქანებს აწვდის, აგვისტოში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი სამი ლატვიელი მოქალაქე ესტონეთს გადასცეს და მათ „კანონის სრული სიმკაცრით“ მოუწევთ პასუხისგება.Milrem Robotics-ზე თავდასხმა მსგავსი ინციდენტების სერიის ნაწილია. მათ შორის იყო აგვისტოში ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე დრონებით განხორციელებული თავდასხმებიც, რომელთა უკან გერმანიის ხელისუფლებამ ასევე რუსეთი დაასახელა, წერს გამოცემა.ცაჰკნას თქმით, რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმებისა და ხანძრების მოსაწყობად დაქირავებულ ადამიანებს შორის ბევრის მოტივი იდეოლოგია კი არა, „იოლი ფულის“ მიღებაა. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა აჩვენონ, რომ ასეთი დივერსიული საქმიანობისთვის დამნაშავეებს მკაცრი სასჯელი ელით, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ.„მესიჯი ასეთია: თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებ, დაგიჭერენ და ციხეში გაგიშვებენ. ასეთ ოპერაციებში მონაწილეობამდე ბევრჯერ უნდა დაფიქრდე“, - განაცხადა ცაჰკნამ.მისი თქმით, ევროპის მთავრობებმა მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ და გააზიარონ, რათა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. ამასთან, საჭიროა სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაცია და მკაფიო გზავნილი, რომ მოსკოვთან თანამშრომლობას მძიმე შედეგები მოჰყვება.

საქპატენტი

საზოგადოება • 1790860308

საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსდება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენასა და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.ცენტრის სამუზეუმო დარბაზი განახლებადი პერიოდულობით დროებით და მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს ეთმობა. ამ სივრცეში გამართული გამოფენები გამოირჩევა დამთვალიერებელთა მაღალი ნაკადით და სარგებლობს ფართო საზოგადოების დიდი ინტერესითა და მოწონებით. შესაბამისად, დიმა ანთაძის ნამუშევრის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსება ახალ კულტურულ მნიშვნელობას შეიძენს.საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს მადლობა გადაუხადა ფერწერული ტილოს გადაცემისთვის და აღნიშნა, რომ, ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ხელოვანების ცნობადობის გაზრდა და  ხელშეწყობა.ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს მედიათეკას, სამუშაო, სალექციო და საკონფერენციო აუდიტორიებს, სამკითხველო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს.აღსანიშნავია, რომ ამავე ცენტრში გაიმართა საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის თავმჯდომარემ ცენტრს დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა.

✕