პრემიერ-მინისტრი

პოლიტიკა 1787571335

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას - ადვოკატი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრემიერი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.„დღეს წარედგინა ბრალი, ბრიფინგზე როგორც გაცხადდა. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი აბსურდი იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ა.შ. ის, რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში შინაარსობრივად წერია. დღეს სწორედ ეს ხდება. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი? ის ბრალი, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. მიხვდა რომ ასეთ რამეს უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც შემონათვალი იყო. წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა. აცხადებს და ალბათ, კიდევ განაცხადებს, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1787560893

ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა

ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.„ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იქიდან გამომდინარე რომ იცოდა კონკრეტული ბრალის შესახებ. ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა. ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მაღალი თანამდებობის პირია ადამიანი თუ არ არის, ჩვენი ამჟამინდელი გუნდის წევრია, თუ ყოფილი, აბსოლუტურად ყველასთან გვაქვს ერთნაირი მიდგომა - ჩვენ კორუფციას არ ვაპატიებთ არავის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 1787558643

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.მისი თქმით, ღარიბაშვილი წერილების მეშვეობით ცდილობდა თავი გადაერჩინა.„როგორც ჩანს, ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში ჩართულ პირებს, საქართველო იქნება თუ სხვაგან, ხშირად სჩვევიათ ხოლმე საკუთარი დანაშაულის გადასაფარად სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება.უმძიმესია, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და ყოფილ პრემიერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1787558380

კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.როგორც მან განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები სავარაუდოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა.„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

irakli garibashvili

სამართალი 1787557392

ცნობილია, რას ედავება ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურა - „გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემ“

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.„2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი – ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ – გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა – ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად.პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე“,- განაცხად აამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

სამართალი 1787555338

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას."საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.2026 წლის 12 აგვისტოს პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურატურა

სამართალი 1787554920

LIVE: საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პროკურატურას მიმართა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავმა ვასილ მხეიძემ, ასევე გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის შეძენის საჭიროება. არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ბურჭულაძესთან შეთანხმებით მხეიძე დაუკავშირდა ნაცნობ ბიზნესმენს და შესთავაზა შესყიდვის იმგვარ შეთანხმებას, რაც უზრუნველყოფდა გამარჯვებას, მთლიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 10 პროცენტის ნაღდი ფულის გადაცემას.თავდაცვის მინისტრი როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა ღარიბაშვილს, რომ სამინისტროს საჭიროებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, სასურველი ფასით გამარჯვებას. მიიღებდნენ სოლიდურ ფინანსურ სარგებელს. 

თეონა თამაზაშვილ

სამართალი 1787319864

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში მივიდა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე თეონა თამაზაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ის იქამდე იბრძოლებს, სანამ მუხლი არ გადაკვალიფიცირდება.„პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ დაგვიბარა, ქალაქის პროკურატურაში მობრძანდითო და გავისაუბროთ თქვენი განცხადების საფუძველზეო. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რას გვეტყვიან.ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით, დაგვიბრუნონ კომპიუტერი, დაზარალებულად გვცნონ და საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა.ორჯერ იყო კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] პრემიერი, მაშინ რომ გამემჟღავნებინა გვარი, რისი მომცემი იქნებოდა… ახლა რადგან ციხეშია და მისი დანაშაული დამტკიცდა, მინდა, რომ თამუნასთან დაკავშირებული დანაშაულიც აღიაროს და ამ დანაშაულზეც აგოს პასუხი ღარიბაშვილმაც და ლილუაშვილმაც. მესამე [დამნაშავე] ვინც არის, ეს გამოძიებამ დაადგინოს.ბოლომდე ვიბრძოლებ, შევეწირები და არ დავნებდები”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1787249968

გია აბაშიძე: როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე? - მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილებს სოციალურ ქსელში აფასებს და ,,თვითდამაზიანებელ წერილობანას" უწოდებს.აბაშიძის თქმით, ამ მარგინალური გზავნილების ავტორმა ფულის გათეთრება აღიარა და სასჯელიც ამის გამო აქვს მისჯილი. ის ინტერესდება, როდემდე აპირებს ღარიბაშვილი წერილების გამოქვეყნებას, რომლის ერთადერთი შედეგი მისივე კრახია.,,მგზავრობისას შეძენილი მდარე, თხელყდიანი მინი-რომანი ისედაც არაფრის მომცემია, მაგრამ როცა ამ კლასიკური პასკვილის (მესამე წერილი) ავტორი პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილია, ვიღებთ ფიქციას: ავტორის უოსტატო, პოლიტიკანურ „პროზას“.მსჯავრდადებულ ექს-პრემიერს პოლიტიკური წარსული ხმამაღალი აქვს, მაგრამ სატუსაღოდან გამოგზავნილი წერილების შინაარსი სრულიად უხეიროა და ჰაერშია გამოკიდებული.თუმცა მთავარი ირონია მაინც ისაა, როცა ამ მარგინალური „მინი-რომანის“ ავტორი ფულის გათეთრების აღმსარებელია და სასჯელმისჯილი. ასეთი უსახური უსტარები თუ „მინი-რომანები“ ჰგვანან ორ დამტვრეულ ფანჯარას ძველ ავტობუსში — შიგნით არაფერია, გარეთ კი მხოლოდ მტვერია.როდემდე უნდა განაგრძოს ღარიბაშვილმა ამგვარი, თვითდამაზიანებელი წერილობანა, რომლის ერთადერთი შედეგი მისთვისვე კრახია, აღვირახსნილი სიცრუისა და უუნარობის ფონზე?" - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა 1787247662

დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?

მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად,  წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.„მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი:1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”. ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი;” და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: “ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ” და მეორე ვარიანტად განიხილავს  დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას. მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია," - წერს სამხარაძე.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1787143180

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილის მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, პატიმრობაში მყოფი კაცია და ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი რაღაც შეტევაზე გადასვლა

მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები როდესაც ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების მიზნობრიობაზე საუბრისგან თავს შეიკავებს„მოდი, მე მის მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყოს, არის და იქნება. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ.როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, შევეცდები, რომ დღეს მის მიზნობრიობაზე არ ვისაუბრო. არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ჩვენ ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ„ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს“. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 აგვისტოს ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1787135062

გიორგი ვოლსკი: წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა

წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს ციხიდან.მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული.„ყველა და მე პირადად ძალიან განვიცდით მდგომარეობას, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩავარდა, განსაკუთრებით მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა. საკმაოდ მტკივნეული თემაა. წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ეს არის ის, რომ დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და სხვა არაფერი ამაში არ დევს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხოლო მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს, რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.