nametia

კულტურა 1749150839

"სამშობლოს მონატრებით საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტების ძვლები მოაგროვა და დაკრძალა..." - სცენაზე გაცოცხლებული "ლევილის დედა"

"ლევილის დედა" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე მეშვიდედ გათამაშდა... მაყურებელი - ცოტა, ემოცია - ზღვა... გული დამწყდა... ამ კონტექსტის სპექტაკლი დიდ დარბაზში და ანშლაგით უნდა მიმდინარეობდეს. რა კონტექსტის? გმირი, პატრიოტი ქართველების ისტორიების. იძულებით მოწყვეტა ფესვებს და მშობლების საფლავის მიწით ცხოვრება თუ გაძლება უცხო მიწაზე. ზუსტად იმ კონტექსტის, რამაც დღემდე ჩვენი იდენტობით მოგვიყვანა. "ამბავი ნამეტია ბერძენიშვილის და ვალოდია გოგუაძის ცხოვრებისა" - ასე ჰქვია პიესას, რომლის ავტორიც 88 წლის ნანა კაკაბაძე გახლავთ. ნანა ნამეტია ბერძენიშვილის ძმის შვილიშვილია.და ვინ იყვნენ ნამეტია და ვალოდია?გურიის სოფელ შუა ფარცხმაში ღარიბი გლეხის ოჯახში მეცხრე შვილად დაბადებულ გოგონას ასეთი უცნაური სახელი შერჩა - ნამეტია. ისე ივლიტა დაარქვეს.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ცოლად გაჰყვა ვლადიმერ გოგუაძეს, მალე სწავლა მიატოვა და ქმართან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე.1921 წელს სტამბოლში ჩააკითხა დაჭრილ მეუღლეს. 1923 წელს რუმინეთ-პოლონეთის გავლით წყვილი პარიზში ჩავიდა და თავი ლევილის მამულს შეაფარა. ნალია აუგიათ გურულ ყაიდაზე, მოჰყავდათ სიმინდი, ამზადებდნენ ყველსა და თაფლს, აყენებდნენ ღვინოს. და ამ ყველაფერში სამშობლოს გემოს ატანდნენ.ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვდა თანხა, რომლითაც შეიძინეს მიწა და სადაც ლევილის ქართული სასაფლაო განთავსდა. პარიზიდან 26 კილომეტრზე – სულ 130 ათას ფრანკად. მანამდე, პარიზსა და მის ახლომახლოდ მცხოვრები ქართველები, სულ სხვადასხვა ადგილას იკრძალებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრები ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. სწორედ ამ ღვაწლის გამო ნამეტიას "ლევილის დედა" შეარქვეს.ჭანჭათელი (ლანჩხუთის რაიონი) ვლადიმერ გოგუაძე ოდესის უნტეროფიცერთა სამხედრო სკოლაში სწავლობდა. 1910-1916 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით გურიაში მოქმედ წითელრაზმელებს ებრძოდა; 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯავსნოსანი მატარებლის უფროსი იყო; 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, საქართველო-სომხეთის ომში; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში; ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა თურქეთში; იქ ჩააკითხა მეუღლემ და 1923 წლიდან უკვე ერთად  მოღვაწეობდნენ საფრანგეთში; ვალოდია თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან; 1963 წელს პარიზში გამოიცა მისი "მოგონებანი"; არის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი.წყვილს შვილი არ ჰყოლია. ისტორიულ-დოკუმენტური დრამის რეჟისორი პიესის ავტორის, ნანა კაკაბაძის ქალიშვილი - რუსუდან კობიაშვილი გახლავთ. რეჟისორმა სახელოვანი წინაპრების ხსოვნას ძეგლი ამ სპექტაკლით დაუდგა.ნამეტიას და მისი ძმისშვილის - ზინობიას როლებს (სხვადასხვა ასაკში) ქეთი ქიტიაშვილი ასრულებს.ძალზე ორგანულად და ერთი შეხედვით სადად, თუმცა იმ ემოციით დატვირთული, მთელი ამ ისტორიის გათვალისწინებას რომ უნდა ახლდეს და ამ ქალების ბიოგრაფიას სარჩულად ედებოდეს.  გულის ამაჩუყებელია ისიც, რომ ვალოდიას როლს მისი ძმის შთამომავალი - მსახიობი რატი გოგუაძე ასრულებს.ზინობიას შვილის, ნანა კაკაბაძის როლს - ბავშვობის ასაკში ნია ტოგონიძე, ხოლო "ასაკში" ნინო ანდრიაძე ასრულებენ. მეორე შვილის ნამცოს როლშია ელენე დარჩია. ელენეც მეორე როლს ასრულებს სპექტაკლში. ის ახალგაზრდა ზინობიას როლშიც გვევლინება. ქეთი ქიტიაშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სპექტაკლის თამაშის შემდეგ დაცლილობის შეგრძნება აქვს. ემოციურად მთლიანად დახარჯულს, შემდეგ, რესურსის აღსადგენად დრო სჭირდება ხოლმე.ქეთი ქიტიაშვილი: ამ სპექტაკლის რეპეტიციები იმ დროს გვქონდა, როდესაც ქუჩაში დიდი ვნებათაღელვა ატყდა. ამ მოვლენებმა ყველას გულსა და ტვინში გაიარა. მერე ჩვენც გავჩერდით ისევე, როგორც ყველა თეატრი. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის პარალელურად ეს ტექსტები, ამ რეალური პერსონაჟების გაცოცხლება როგორ მოქმედებდა ჩვენზე. ეს მხატვრულ-ლიტერატურული სპექტაკლია, მხოლოდ ნამდვილ ფაქტებზე დაყრდნობილი, არაფერი მიგვიმატებია, ზუსტ ფაქტებზეა აგებული. მასში არაფერია უტრირებული. ეს არის მიმოწერებზე, წერილებზე დაყრდნობით დაწერილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. მაგალითად, დაკითხვის სცენა - სრულად ნატურალურად არის გადმოცემული... რუსუდან კობიაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ის კარგი მსახიობია. მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტი დაასრულა. მასთან წინა სეზონში, ძალიან საინტერესო სპექტაკლზე ვიმუშავე. ნინია სადღობელაშვილის პიესა "საქმე" რუსუდანმა ილიაუნის სცენაზე დადგა. შემდეგ, გასულ ზაფხულს დამირეკა და მითხრა, დედაჩემმა დაწერა პიესა, რომლითაც მინდა შთამომავლის ვალი მოვიხადო და დიდ ბებიას სპექტაკლით ძეგლი დავუდგაო.და მომიყვა ნამეტიას და ვალოდიას ისტორია...კინაღამ გავგიჟდი.ავფორიაქდი...გული ამიჩუყდა...წამაკითხა უკანასკნელი ინტერვიუ ნამეტიასთან, მომასმენინა მისი ხმა. ამ ყველაფერმა შთაბეჭდილების ქვეშ მომაქცია. ქალბატონი ნანა, რუსუდანის დედა, 86 წლისაა. ის 1988 წელს ნამეტიას 40-ზე იყო ლევილში ჩასული. იქიდან წამოიღო წერილები, სამოსი, ფოტოები... რის მიხედვითაც დაწერა პიესა... ამდენად "ლევილის დედა"-ში ყველაფერი რეალურია.თავიდან ისე იყო განსაზღვრული, რომ მე მხოლოდ ნამეტიას როლი უნდა შემესრულებინა. თუმცა, მერე რეჟისორმა მითხრა, ზინობიაც შენ უნდა ითამაშოო. ცივ უარზე ვიყავი, ასეთ ტვირთს ვერ ავიკიდებ-მეთქი. მითხრა, რომ ძალიან ჰგავდა ზინობია მამიდასს, ნამეტიას, როგორც ფიზიკურად, ასევე ზოგადად. ქეთი, შეეგუე იმას, რომ ახალგაზრდობიდან სიბერემდე ამ ორ ქალს შენ ითამაშებო. დამეცა თავზარი. ვერაფრით გადავარწმუნე. დამამშვიდა - არ გადაგჩეხავ, ამაზე არ ინერვიულოო.პროცესში ჩავერთე და... იძულებული გავხდი როლებში გავახალგაზრდავებულიყავი. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როცა მსახიობი ფორმაშია და აქვს მზაობა, ის მოცემულ ამოცანას აუცილებლად დაძლევს. მე მაინც ეჭვით ვუყურებ ჩემ თავს, თუმცა ამბობენ, რომ გამოვიდა.როლის გასაღები? იცით, რამ მომცა... ჩვენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის შიში მუდმივად მოგვყვება. მეოცე საუკუნის ბოლოსაც და ოცდამეერთეშიც გამოვიარეთ ორი ომი, ორჯერ დავკარგეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია. სულ გვემუქრება და ეს სულ თავში გვაქვს ჩაბეჭდილი. აი, ეს იყო ჩემი გასაღები, ძირითადი ფიქრი. და თუ როგორ შევასრულე, ეს მაყურებელმა განსაჯოს. მე ამ მოცემულობამ მათამაშა. მინდოდა გვერდზე დავდგომოდი ადამიანს, ვისი წინაპრებიც უნდა გაცოცხლებულიყვნენ. თუმცა, ნამეტია და ვალოდია მხოლოდ რუსიკოს წინაპრები არ არიან, ისინი ჩვენი წინაპრებიც არიან.ამ წყვილს ასეთი ღვაწლი მიუძღვის თავისი ქვეყნის შვილების წინაშე - ლევილის სასაფლაო მათი გაკეთებულია. თავად არაფრის მქონენი ძალიან გამცემი ადამიანები იყვნენ. საკუთარი შვილი არ ჰყავდათ და სულ სხვებზე ზრუნავდნენ, ცოცხლებზეც და მიცვალებულებზეც.არ ვიცი, ეს ლეგენდაა თუ რეალობა, თითქოს საფრანგეთის მთავრობამ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნამეტიას, იქ მცხოვრებ ებრაელებზე სთხოვა, ქართველებად დაეწერა ისინიც. ნამეტიამ და ვალოდიამ ქართველებად გააფორმეს და შეიფარეს ებრაელები. ეს ქალი დაჭრილებს უვლიდა. ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობდა. ნამდვილი პატრიოტები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე დიდი პიროვნებები იყვნენ. სპექტაკლში ნამეტიას წერილების კითხვისას ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ ვიღრიალო... აბა, როგორ უნდა გაუძლო ამ ფრაზას - "მე რუსს არ ვთხოვ ჩემს ქვეყანაში შეშვებას"!ნამეტია 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვალოდია - 74... ქალბატონი ნანა კაკაბაძე გენერალურ რეპეტიციაზე მოვიდა და მისი აზრის მოსასმენად რომ მივედი, ვერ ლაპარაკობდა. მასზე ძალიან იმოქმედა სპექტაკლმა. დედაჩემი, ზინობია და ჩემი ნამეტია გამიცოცხლეო, მითხრა. ლაპარაკის უნარი არ მაქვსო. ისე იმოქმედა, რომ შეგვეშინდა...შთამომავლისგან ეს ღირსეული საჩუქარია, ვფიქრობ და ამ ისტორიულ დრამაში მეც რომ ვმონაწილეობ, მადლობელი ვარ.ყველამ, მთელმა გუნდმა თავდადებით ვიმუშავეთ. სპექტაკლში ასევე თამაშობენ ლაშა გრძელიძე, ვახო ჩაჩანიძე. მხატვარი მაია სხირტლაძეა, რომელმაც არაჩვეულებრივი კოსტიუმები გააკეთა. რუდუნებით შექმნა და მოჰქონდა, ამოვარდებოდა შუა რეპეტიციაზეც, გვისწორებდა.სხვათა შორის, სპექტაკლში, ლევილში რომ ჩადის ნამეტია ბერეტით, ეს "ლუქი" მე ავიღე ნამეტიას ფოტოდან. მისი ვიზუალი, კოპლებიანი ბლუზა და ზოგადი იმიჯი მაქსიმალურად მივამსგავსე.ზაზა მარჯანიშვილის მუსიკა არშიასავით აქვს შემოვლებული სპექტაკლს. ის იმ რანგის მუსიკოსია, მაყურებელი რომ დაჰყავს ლაბირინთებში, გასაღებს აძლევს. მას როგორც კომპოზიტორს აქვს იმის უნარი, რომ მისი მუსიკა მართლაც არშიასავით შემოავლოს სპექტაკლს. აქვე ვახსენებ ნათია ბოშიშვილს - ტექნიკურ რეჟისორს, რომელმაც დიდი სიყვარულით იმუშავა. ყველამ დიდი სიყვარულით მიიღო და იმუშავა მასზე.ისეთი მგრძნობიარე თემაა, ალბათ რკინასაც ალღვობს. ქართული სასაფლაო რომ გაეკეთებინათ, ვალოდია და ნამო ყველაფერს აკეთებდნენ. ქონება არ გააჩნდათ, თუმცა არაფერს იშურებდნენ. მიწებთან დაკავშირებით შარლ დე გოლთანაც ჰქონდა შეხვედრა, პოულობდა მეცენატებს. სამშობლოს მონატრებით ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველების ძვლები მოაგროვა და დაფლა ლევილში. მსგავსად მადლიანი საქმე, რაც ამ ცოლ-ქმარს აქვს გაკეთებული, არ მსმენია. რუსიკოს ვეუბნები, ყველა იქ გაკეთებული სიკეთის მადლი შეგეწიოთ-მეთქი. სპექტაკლი რომ დასრულდება ასეთი განცდა გვეუფლება, რომ ვალს ვიხდით... კარგი გაგებით.ნამეტიას კუთხეში, ოზურგეთში ჩავედით ამ სპექტაკლით და არაჩვეულებრივი შეხვედრა მოგვიწყვეს. დარბაზი გადაჭედილი იყო. მოვიდნენ ბერძენიშვილები, გოგუაძეები. გულის ამაჩუყებელი საღამო იყო, სავსეები წამოვედით იქიდან. გვინდა "ლევილის დედა" ლევილში ჩავიტანოთ. ეს მხოლოდ სურვილია... რა კარგი იქნებოდა...აქვე მინდა ჩემი გულისტკივილი გითხრათ: მაყურებელი გასართობ სპექტაკლებზე უფრო მეტად დადის, ვიდრე შემეცნებითზე. ხალხმა დაივიწყა, რომ თეატრში გასართობად არ უნდა დადიოდეს. სამწუხაროდ, მოთხოვნა შოუზე და გართობაზეა.  როგორც წიგნის კითხვისას ახალი და შენთვის სასარგებლო უნდა შეიმეცნო, ასეა სპექტაკლზე მისვლაც. აქ კიდევ უფრო მძაფრად და მხატვრულად არის გადმოცემული ამბავი. თეატრმა ხმა უნდა მიაწვდინოს მაყურებელს. ეს სპექტაკლი კი მხატვრულად გადმოცემული ისტორიის გაკვეთილია. "ლევილის დედა" ერთხელ სკოლის აბონემენტზე ვითამაშეთ და ბავშვები არ იშლებოდნენ, არ მიდიოდნენ დარბაზიდან. იმედი მაქვს, მომავალ წელს ისევ ვითამაშებთ აბონემენტზე. არაჩვეულებრივად მიიღეს. კაპელდინერებმა გვითხრეს, ბავშვები კითხულობდნენ, ნამდვილად მოხდა ეს ისტორიაო. არ მიდიოდნენ... ჩემი 15 წლის დის შვილიშვილი მოვიდა. მითხრა, მომერიდა, მაგრამ მაინც ამეტირაო. მომავალ თაობას უნდა გავაგებინოთ, ვინ ვართ, როგორ მოვედით, ვინ არიან ჩვენი წინაპრები. ისედაც არავინ არაფერს კითხულობს, ლიტერატურა გვერდზე გადადეს. მხოლოდ შოუს უყურებენ. ამიტომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ, მოვუყვეთ და ვაჩვენოთ. 

დონალდ ტრამპი

პოლიტიკა 1749097197

დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად უკრძალავს.ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე კი შესაბამისი პრესრელიზიგამოქვეყნდა.სრული აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისები გათვალისწინებულია შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის. მათზე არ გაიცემა სტუმრის ან სტუდენტური ვიზები. ამავდროულად, შეუნარჩუნდებათ ვიზები, მაგალითად, სამუშაო მიზნებისთვის ან ამერიკელ ნათესავებთან გაერთიანებისთვის.“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დაცვას უცხოელი ტერორისტების და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საფრთხეების შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.ქვეყნების სია ეფუძნება ანალიზს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იანვრიდან ახორციელებს.დონალდ ტრამპის თქმით, ასეთი ზომების შემოღების მიზეზი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში ებრაელი აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმა გახდა, როდესაც ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც შეერთებულ შტატებში ცოლ-შვილთან ერთად არალეგალურად ცხოვრობს, შეკრებილ მოქალაქეებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას!“. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა."21-ე საუკუნეში ვხედავდით და ვხედავთ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებსაც მსოფლიოს საშიში ადგილებიდან ჩამოსული ვადაგასული ვიზების მქონე უცხოელები ახორციელებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყანაში ასეთი მილიონობით ადამიანია.ტერორისტულ თავდასხმებზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, „ის, რაც ევროპაში მოხდა, ამერიკაშიც მოხდეს“. მისი თქმით, სიას, შესაძლოა, ახალი ქვეყნებიც დაემატოს.

ჯადო

რჩევები 1747430048

რა არის მომპარავი ჯადო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი ზემოქმედება

ქართველი მაგი, ფსევდონიმით - გრიმუარი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას, მომპარავ ჯადოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ გავრცელებული და საშიშია.„ვეცდები, ვისაუბრო მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით, ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას ტექნიკურ მხარეზე და რთულ ტერმინებზე, რათა ყველამ გაიგოს თანაბრად. - წერს მაგი.მომპარავის მოქმედების პრინციპი, როგორც უკვე მიხვდებოდით, მდგომარეობს ერთი პიროვნების მიერ მეორისგან რაიმე სახის წარმატების, იღბლისა თუ ღირებული ან მისთვის საინტერესო სფეროებიდან ენერგიის მოპარვაში.ყველაზე ხშირი და გავრცელებული კატეგორია გახლავთ ფინანსური ენერგიის, იღბლის, სილამაზის ან ჯანმრთელობის მოპარვა.როგორც წესი, ასეთი ტიპის ზეგავლენისათვის დაბოღმილი და შავგული ადამიანი ირჩევს მასზე წარმატებულ ან რამეში მოწინავე მსხვერპლს. თუ საუბარია ფინანსური ენერგიის მოპარვაზე, ეს უნდა იყოს პიროვნება, ვისაც მატერიალურ სფეროში ყველაფერი დალაგებული და აწყობილი აქვს. თუ საუბარია ჯანმრთელობის ან სილამაზის მოპარვაზე, შესაბამისად, მსხვერპლი უნდა იყოს სასიამოვნო გარეგნობისა და მტკიცე ორგანიზმის პატრონი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირია, რომ ბრიყვი “დამნაშავეები”, რომლებიც დიდად არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, ამ დეტალებსაც უგულებელყოფენ და ჰპარავენ ენერგიას მათზე “ქვემდგომებსაც” კი (რასაც მათთვისვე უარყოფითი შედეგი მოჰყვება… თუმცა ამაზე თავად იდარდონ, რადგან ამ დანაშაულზე წამსვლელი მზად უნდა იყოს გარდაუვალი უკუცემებისა და უკუჩვენებებისთვისაც).იმისათვის, რომ საკითხის არსი გახდეს მეტად გასაგები, მოვიყვან მაგალითს, სადაც ვისაუბრებ გამოგონილ პერსონაჟებზე. პირობითად ლაშა, გიორგი, რუსუდანი და ნანა.მაგალითი 1: ლაშა და გიორგი მეგობრობენ, გიორგის ჰყავს კარგი ავტომობილი, ჰყავს ლამაზი ცოლი, მუშაობს კარგ პოზიციაზე, ერთი სიტყვით ტკბება ცხოვრებით… ლაშა არც მასავით განათლებულია, არც აღნაგობით ან გარეგნობით გამოირჩევა, ფინანსური საკითხებიც ვერა და ვერ დაალაგა… დაბოღმილმა, გადაწყვიტა რომ მისი მეგობრისაგან წარმატება მოეპარა, შეასრულა გარკვეული სახის შავმაგიური რიტუალები. გიორგის დაეწყო პრობლემები, მანქანა დაუზიანდა და გაყიდვა მოუწია, სამსახურში და ფულთანაც საქმე ცუდად წაუვიდა, ცოლთან აქვს ემოციური კრიზისი, დასტრესილი თითქოს ნაადრევად და უეცრად ჩამობერდა, გაუჩნდა ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები რაც აქამდე არ აწუხებდა და ა.შ…სამაგიეროდ ლაშამ ავტომობილი შეიძინა, სამსახურიც იშოვა, “ჯიბეში ფული გაუჩნდა”, გარეგნულადაც თითქოს უკეთ გამოიყურება, ჯანმრთელობაც გაუუმჯობესდა.სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ მომპარავები, თუმცა, როგორც წესი, არჩევანს აკეთებენ ხოლმე კონკრეტულ სფეროზე და არა ყველაფერზე ერთად…მაგალითი 2: რუსუდანს აწუხებს ჰორმონალური დისბალანსი, თმის ცვენა და ჭარბი წონა. მან გადაწყვიტა მისი მამიდაშვილის, ნანას სილამაზის მოპარვა.შესაბამისი მაგიური ოპერაციების შემდგომ, რუსუდანმა უეცრად დაიწყო წონაში კლება, ჰორმონალური ფონი დაურეგულირდა, გალამაზდა და გაჯანსაღდა… ამ დროს ნანამ უეცრად მოიმატა წონაში, აღმოაჩნდა ჩიყვი და ა.შ… ნანამ იცოდა, რომ მსგავსი პრობლემები აწუხებდა რუსუდანს, შესაბამისად უკვირს, რატომ დალაგდა ყველაფერი პირველთან და თითქმის იდენტურად გაჩნდა მეორის ცხოვრებაში.ვფიქრობ, ამ ორი მაგალითის ხარჯზე მარტივად მიხვდებით მომპარავის არსს.რა განასხვავებს მომპარავ ჯადოს ჩვეულებრივი ჯადოსაგან? ხომ ორივე შავი მაგიაა?იდეურად, „მომპარავი“ ჯადოს ნაირსახეობაა, თუმცა ტექნიკურად ამ ორს შორის არის მცირე სხვაობა: ჯადოს დროს დამნაშავეს ამოძრავებს მხოლოდ დესტრუქციული ინტერესები (სხვისი ნებისა და ბედნიერების ხელყოფა, დაზიანება, მისთვის ცუდის მოტანა, დასჯა და ა.შ…) რა დროსაც მომპარავის დროს მთავარ სამიზნეს წარმოადგენს დამნაშავისათვის სარგებლის მოტანა, მაგალითისათვის შეგვიძლია ეს პროცედურა გავუტოლოთ წარმატების ან ბარაქის რიტუალის შესრულებას, მხოლოდ ის არის სხვაობა, რომ ეს ხდება არა ჯანსაღი გზით, არამედ სხვისგან ენერგიის უსამართლოდ და უნამუსოდ მითვისების ხარჯზე.როგორ და ვინ აკეთებს მომპარავებს?როგორც წესი, მომპარავის გასაკეთებლად იყენებენ მსხვერპლის პირად ნივთებს (ხშირად იპარავენ მათ ან ეშმაკურად გამოსტყუებენ), ნასესხები ან ნათხოვარი ფულით, ფოტოსურათით (თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ეფექტურია როცა საქმე ეხება მომპარავებს).ხშირად მომპარავები გამოირჩევა საკმაოდ სწრაფი მოქმედებით და თუ ადამიანი სენსიტიურია, ზეგავლენის მომენტშივე ხდება საგრძნობი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია უეცარი ენერგიის ვარდნა, უცნაური შფოთვის, გაყინულობისა და დისკომფორტის განცდა, განცდა იმისა რომ პიროვნება თითქოსდა როგორც მაგნიტი გიზიდავს და გშთანთქავს (თუმცა მხოლოდ ამ სიმპტომებს ნუ დაეყრდნობით, რადგან მსგავსი სიმპტომები შეიძლება ბევრ სხვა შემთხვევაშიც გამოვლინდეს… თუნდაც უბრალოდ მძიმე, გავლენიან, მაკონტროლებელ და შევიწროებისაკენ ან ენერგოვამპირული ენერგიისაკენ მიდრეკილ ადამიანთან ურთიერთობისას)როგორც წესი, მსგავსი ქმედებები მომდინარეობს არა უცხოებისაგან, არამედ ისეთი პიროვნებებისაგან ვისაც იცნობთ, ვინც იცის თქვენი მდგომარეობის, ცხოვრებისა თუ წარმატებების შესახებ.აგრეთვე ხშირია სხვადასხვა საიტებსა და ფორუმებზე განზრახ არასწორად შედგენილი რუნული სტავების, სიგილებისა და რიტუალების განთავსებაც, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას და მომხმარებელს ლამაზად და შეუმჩნევლად შეაპარებენ ხოლმე მომპარავებს.როგორ დავიცვათ თავი და არ გავხდეთ მომპარავის მსხვერპლი?1. ნაკლები იტრაბახეთ, ნაკლები საიდუმლო, მიზანი, გეგმა თუ წარმატება გათქვით.2. ნუ ათხოვებთ ან ასესხებთ პირად ნივთებს ან ფულს მათ, ვისგანაც გრძნობთ ნეგატივს ან პოტენციურ საფრთხეს.3. დამცავი ამულეტები დაგეხმარებათ საკუთარი ენერგეტიკის დაბინძურებებისაგან დაცვაში, მათ შორის მომპარავებისგანაც.4. თუ საქმე ეხება სპეციალისტებს - შეარჩიეთ ისეთი სპეციალისტები, ვინც არის სანდო, ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებთ, ვისკენაც გული მიგიწევთ, ვისაც აქვს კარგი რეკომენდაციები და ხალხის სიყვარული, რაც მთავარია ვინც თავად არის წარმატებული!არ ენდოთ მათ, ვინც მუშაობს შავი მაგიის სხვადასხვა მიმართულებებით.5. არ შეასრულოთ საეჭვო რიტუალები არასანდო წყაროებიდან, არ გამოიყენოთ და ხატოთ ისეთი რუნული სტავები ან სიგილები რომლებისაც არაფერი გაგეგებათ. ისარგებლეთ მხოლოდ ავტორიტეტულ ავტორთა, სანდო სპეციალისტთა და ადამიანთ წყაროებით და არა "ჭ კლასის" ფორუმებით.6. გაწყვიტოთ კავშირი პიროვნებასთან, ვინც მოახდინა თქვენზე ასეთი სახის ზეგავლენა.იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გახდება მსგავსი ზეგავლენების მსხვერპლი, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სწორად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება (რაც ხდება ენერგეტიკული დიაგნოსტიკის გზით), პარაზიტული კავშირის მოკვეთა, ენერგიის გაწმენდა და შესაძლოა შემდგომში გახდეს საჭირო რეაბილიტაციაზე, ენერგიის აღდგენაზე ან დაცვაზე მუშაობაც. - წერს მაგი.

მამა გაბრიელი

ისტორიები 1747377180

რა უთხრა მამა გაბრიელმა ბერი ნიკოლოზის მშობლებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი მამა გაბრიელისა და მდუმარე ნიკოლოზის მშობლების შესახებ:როგორც პოსტში ვკითხულობთ, მამა ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ზრდიდა მამა გაბრიელი რასაც ნარიმანის ნათესავები და ახლობლები ახლა ხშირად იხსენებენ.,,მამა გაბრიელმა მამა ნიკოლოზის მშობლებს უთხრა: „თქვენ ვერც კი ხვდებით როგორი შვილი გყავთ. მალე ისეთი დრო მოვა თქვენ შვილთან უამრავი ხალხი მოინდომებს მოსვლას და მუხლის მოყრას, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და ხელზე მთხვევა ძალიან ძნელი იქნება.ნიკოლოზი თავისი სულიერებით იმ სიმაღლემდე ააღწევს, რომ მის სიტყვას დაემორჩილება ქვეყნიერება!"დედის ქალბატონი რუსუდანის მოგონებებიდან: ,,ტიმოთეს უბანში, ეკლესიის შესასვლელში უყვარდა მისვლა და იქ მარტო ჯდომა. ჩვენთან ერთი წვერებიანი ახალგაზრდა მათხოვარი მოდიოდა და ნარიმანს სულ რაღაცეებს ასწავლიდა. ერთხელაც მოკიდა ხელი და მიჰყავდა. გამოვეკიდე და ვუთხარი სად მიგყავს-თქო. ასე მიპასუხა: რას ნერვიულობ, გავა დრო და ეს მაინც ჩემთან მოვაო. ეს იყო მამა გაბრიელი“. 

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1746737481

წყალი შეწყდება - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.სამგორი რაიონში, დღეს, 08/05 დიდგორის და წულაძის ქუჩების წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 5/8/2025 22:00 დან 5/9/2025 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოლომონ დოდაშვილის, წულაძის, ლერწმის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N1,2,3,4,5, (იგივე ჩოლოყაშვილის მე-2 კვარტალი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 56, 58, ბერი გაბრიელ სალოსის 1, 2, 3 შესახვევს, ბერი გაბრიელ სალოსის 2 და 3 ჩიხს, შალვა დოლიძის, ზურა ქუქჩიშვილის (ივანე როსტომაშვილის), ჩოხელის, ქობელაშვილის, ბაქარაშვილის (თეთრიწყაროს შესახვევი), თეთრიწყაროს, ციხისძირის N 3, 5, 7, ბოგდან ხმელნიცკის N 1-57 (კენტებს), N 2-48 (ლუწებს), ნავთლუღის N10, დირსის დასახლებას, ნადირაშვილის, დიდგორის N 1-12, მამუკას შესახვევს, რუსუდანის შესახვევს, ივლეთის და ნარგიზის ქუჩებს, ნარგიზის ჩიხს.ნაძალადევი, შალვა ცინცაძის გას. N 12 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/8/2025 20:40 დან 5/9/2025 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნოდარ ჯანგირაშვილის 1 გასავალს (ყოფილი შალვა ცინცაძის 1 გასავალი), ნოდარ ჯანგირაშვილის ქუჩას, ბაკურ ბექაურის ქუჩას, შალვა ცინცაძის 1 შესახვევს.წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად დაბა კოჯორი, იუნკერების ქ. N 30 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 5/9/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: დაბა კიკეთი (სრულად).ვაკე, ტიციან ტაბიძის ქ. 1 შეს. N 22 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 5/8/2025 18:20 დან 5/9/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ცხვედაძის ქ, ტიციან ტაბიძის 23-111(კენტები) (49-ს გარდა), 20-124(ლუწები), აბაშელის ქუჩის N 1 , აბაშიძის ქ.66, დარიალის (ლია ელიავას) ქ, რაზმაძის ქ.22- 68(ლუწები); 27-57(კენტები) ქუჩებს, არაყიშვილის ქ. 10-დან 26(ლუწები), 13-დან 27(კენტები) ჩათვლით. აბაშიძის 68.ისანი, დღეს, 08/05 დიდგორის და წულაძის ქუჩების კვეთაზე ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 5/8/2025 22:00 დან 5/9/2025 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოლომონ დოდაშვილის, წულაძის, ლერწმის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N1,2,3,4,5, (იგივე ჩოლოყაშვილის მე-2 კვარტალი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 56, 58, ბერი გაბრიელ სალოსის 1, 2, 3 შესახვევს, ბერი გაბრიელ სალოსის 2 და 3 ჩიხს, შალვა დოლიძის, ზურა ქუქჩიშვილის (ივანე როსტომაშვილის), ჩოხელის, ქობელაშვილის, ბაქარაშვილის (თეთრიწყაროს შესახვევი), თეთრიწყაროს, ციხისძირის N 3, 5, 7, ბოგდან ხმელნიცკის N 1-57 (კენტებს), N 2-48 (ლუწებს), ნავთლუღის N10, დირსის დასახლებას, ნადირაშვილის, დიდგორის N 1-12, მამუკას შესახვევს, რუსუდანის შესახვევს, ივლეთის და ნარგიზის ქუჩებს, ნარგიზის ჩიხს.5/8/2025 23:00 დან 5/9/2025 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შალვა ნუცუბიძის პლ. III მ/რ (კვარტლებით), რამაზ ჩხიკვაძის, ზ. მუზაშვილის და დათუაშვილის ქუჩებს.ჩუღურეთი, დავითაშვილის და ლამის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/8/2025 11:00 დან 09/05/2025 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩეჩელაშვილის, აბაშის, ცაიშის, ლებარდეს, ქვალონის, სალხინოს, ჭალადიდის, გივიშვილის, თეკლეთის, სენაკის, ხონის, პ. ბაგრატიონის N60 დან ზევით, მნათობის N 51 დან ზევით, გუმათის, 1-ლი და მე-2 ბოდავის, მე- 2 ასპინძის, პაატა სააკაძის, ნორიოს აღმართს და ქუჩას, ასხინის, დავითაშვილის N 21 დან ზევით. და სალიების ქუჩებს, ქურთების დასახლებას.  წყალმომარაგება შეუწყდათ ავარიულად ლიახვის ქ N11-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 5/9/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლიახვის ქუჩას N7-N25 (კენტები).ვაკე, ტიციან ტაბიძის ქ. 1 შეს. N 22 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 5/8/2025 17:50 დან 5/9/2025 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ტიციან ტაბიძის 1 შესახვევს. 

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1746644988

წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.„ხვალ, 8 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, დიდგორის და წულაძის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში:სოლომონ დოდაშვილის, წულაძის, ლერწმის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N1,2,3,4,5, (იგივე ჩოლოყაშვილის მე-2 კვარტალი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 56, 58, ბერი გაბრიელ სალოსის 1, 2, 3 შესახვევს, ბერი გაბრიელ სალოსის 2 და 3 ჩიხს, შალვა დოლიძის, ზურა ქუქჩიშვილის (ივანე როსტომაშვილის), ჩოხელის, ქობელაშვილის, ბაქარაშვილის (თეთრიწყაროს შესახვევი), თეთრიწყაროს, ციხისძირის N 3, 5, 7, ბოგდან ხმელნიცკის N 1-57 (კენტებს), N 2-48 (ლუწებს), ნავთლუღის N10, დირსის დასახლებას, ნადირაშვილის, დიდგორის N 1-12, მამუკას შესახვევს, რუსუდანის შესახვევს, ივლეთის და ნარგიზის ქუჩებს, ნარგიზის ჩიხს. ხვალ, 8 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, სოფ.გიორგიწმინდაში ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:გლდანის რაიონში:სოფ. გიორგიწმინდაში: კანდელაკის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას აღმაშენებლის N 50-103 და აღმაშენებლის 2 და 5 შესახვევს.ხვალ, 8 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, შიო მღვიმელის ქ. N8-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს დილის 11:00 საათიდან 8 მაისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:მთაწმინდის რაიონში: შიო მღვიმელის ქუჩას.ხვალ, 8 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლ. III მ/რ, II კვ. N8-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს 23:00 საათიდან 9 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკის რაიონში: შალვა ნუცუბიძის პლ. III მ/რ (კვარტლებით), რამაზ ჩხიკვაძის, ზ. მუზაშვილის და დათუაშვილის ქუჩებს.ხვალ, 8 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, მ.კოსტავას ქ. N72-თან ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 მაისს, დილის 11:00 საათიდან  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:საბურთალოს რაიონში:პეკინის II კვარტალს, კოსტანტინე გამსახურდიას გამზ., არჩილ სულაკაურის და იყალთოს ქუჩებს“. 

სუდანი

მსოფლიო 1746518398

სუდანის ქალაქ პორტ სუდანში რამდენიმე აფეთქება მოხდა

სუდანის ქალაქ პორტ სუდანში რამდენიმე აფეთქება მოხდა. პორტ სუდანში უკვე მესამე დღეა დაპირისპირება მიმდინარეობს.სუდანში ორწლიანი სამოქალაქო ომის გამო, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებულმა პირმა თავშესაფარი სწორედ პორტ სუდანში იპოვა.არმიასა და პარამილიტარულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის კონფლიქტმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.პორტ სუდანში გაერო-ს ოფიციალური პირების, დიპლომატების, დახმარების სააგენტოებისა და არმიის მოკავშირე სამინისტროების მთავარი სამსახურებია განთავსებული.თვითმხილველის თქმით, თავდასხმის დროს ასევე დაზიანდა ქვეყნის ლიდერის, გენერალ აბდელფატა ალ-ბურჰანის რეზიდენციის მახლობლად მდებარე სასტუმრო.ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, არმიამ წარმატებით განდევნა „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ცენტრალური სუდანის უმეტესი ნაწილიდან.პარამილიტარულმა დაჯგუფებამ სახმელეთო შეჭრის ნაცვლად უპილოტო აპარატებით თავდასხმა დაიწყო, რომლებიც არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ელექტროსადგურებსა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ არის მიმართული.

სუდანი

მსოფლიო 1746341713

სამხრეთ სუდანში საავადმყოფო დაბომბეს - არის მსხვერპლი

 გაეროს ცნობით, სამხრეთ სუდანი ახალი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. როგორც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" იტყობინება, დაიბომბა ქალაქ ფანგაკის საავადმყოფო. Al Jazeera-ს ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, 7 ადამიანი, დაშავებულია 20-მდე პირი."მკაცრად ვგმობთ ძველ ფანგაკში მდებარე საავადმყოფოს მიზანმიმართულ დაბომბვას. შეაჩერე დაბომბვა. დაიცავი მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიცავი ჯანდაცვა", - აღნიშნულია სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, ეს იყო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ბოლო სამედიცინო დაწესებულება."აღნიშნული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა", - აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

აქლემი

მსოფლიო 1746192840

რომელ ქვეყანაშია ეგვიპტესა და ინდოეთზე მეტი აქლემი - პასუხი გაგაოცებთ

აქლემის ხსენებისას ყველას მხოლოდ ორი ქვეყანა ახსენდება - ეგვიპტე და ინდოეთი. თუმცა, არსებობს ერთი ქვეყანა, სადაც აქლემი უფრო მეტია, თუმცა ხალხმა ამის შესახებ არ იცის.როგორც  IFLScience წერს, ეს ქვეყანა არის ავსტრალია. შესაძლოა, მალე ავსტრალიამ კონკურენცია გაუწიოს აქლემების ყველაზე დიდ პოპულაციას.„ეს შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს, რადგან, მაგალითად, ეგვიპტეში ჩასულ ვიზიტორებს უამრავი შეთავაზება ექნებათ, რომ აქლემზე ამხედრებული ეწვიონ უძველეს ღირსშესანიშნაობებს ან შეიძინონ აქლემის ფორმის სუვენირები სხვადასხვა ფორმით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს ავსტრალიაში, სადაც აქლემები უფრო ბინძურ საიდუმლოს წარმოადგენენ“, - ნათქვამია სტატიაში.არავის ჩაუტარებია აქლემების ზუსტი დათვლა ყველა ქვეყანაში, თუმცა გინესის რეკორდების წიგნში აღნიშნულია, რომ ავსტრალიაში ყველაზე მეტი მოუშინაურებელი აქლემია.აღსანიშნავია, რომ სომალი, ჩადი და სუდანი, სადაც აქლემები პირუტყვად გამოიყენება, დღემდე ითვლება აქლემების ყველაზე ხშირად პოვნის ადგილად. თუმცა, ავსტრალია შესაძლოა, მალე სათავეში აღმოჩნდეს.აქლემები თავდაპირველად ჩრდილოეთ ამერიკაში განვითარდნენ, მაგრამ აზიაში მიგრირდნენ. ბოლო გამყინვარების პერიოდის დასასრულისა და ადამიანების გამოჩენის რაღაც კომბინაციამ ამერიკელი აქლემები გაანადგურა.ამასობაში, აქლემებმა აზიისა და აფრიკის დიდი ნაწილი დაიპყრეს, მაგრამ უოლესის ხაზის გადაკვეთა ავსტრალიამდე მათთვის მიუწვდომელი იყო. მოგვიანებით, ხელისუფლებამ  ავღანეთიდან და პაკისტანიდან აქლემების მემანქანეები დაიქირავა.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ცხოველი ამ დროს გაიქცა, თუმცა სწორედ მანქანების გაჩენამ გამოიწვია ველური აქლემების დიდი რაოდენობის გაჩენა, რადგან ბევრი მათგანი გაათავისუფლეს, როდესაც მათი საქმე მანქანებმა შეცვალეს. შედეგად, „გათავისუფლებულმა“ აქლემებმა ავსტრალიაში იდელაური ადგილი იპოვეს დასასახლებლად. ამაში მათ კლიმატიც უწყობდათ ხელს. 

შსს

საზოგადოება 1745505595

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 17 აპრილს, მთავრობის დადგენილებაში მიღებული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.უწყების განმარტებით, დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით.იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.განვმარტავთ, რომ 2025 წლის 17 აპრილს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია.გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.კერძოდ, შეზღუდვა ვრცელდება გალფის ყურის ქვეყნის ვიზის და ბინადრობის მქონე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, განის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ერიტრეას სახელმწიფოს, იემენის რესპუბლიკის, კამერუნის რესპუბლიკის, კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, სირიის არაბთა რესპუბლიკის, სუდანის რესპუბლიკის, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის, უგანდის რესპუბლიკის მოქალაქეებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დედამიწა

მსოფლიო 1745341487

ნაპოვნია პლანეტა, საიდანაც სიცოცხლის ყველაზე ძლიერი ნიშნები მოდის - ყველაფერი ახალი აღმოჩენის შესახებ

ასტრონომებმა დააფიქსირეს მზის სისტემის მიღმა ბიოლოგიური აქტივობის ყველაზე იმედის მომცემი ნიშნები ამ დროისათვის. თუმცა, მკვლევრები მაინც ფრთხილობენ. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემთა გამოყენებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ეგზოპლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში დიმეთილსუფლიდის (DMS) და დიმეთილდისულფიდის (DMDS) კვალი დააფიქსირეს; ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს.დედამიწაზე დიმეთილსუფლიდსა და დიმეთილდისულფიდს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის, ძირითადად მიკრობული სიცოცხლე, მაგალითად, ზღვის ფიტოპლანქტონი. მიუხედავად იმისა, რომ K2-18b-ის ატმოსფეროში ამ მოლეკულების წყარო შეიძლება ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესი იყოს, კვლევის შედეგები წარმოადგენს ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ სიცოცხლე შეიძლება მზის სისტემის მიღმა, სხვა პლანეტაზეც არსებობდეს.დაკვირვებების სტატისტიკური მნიშვნელობა „სამი სიგმას“ დონე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს მათი შემთხვევითობის 0,3-პროცენტიანი ალბათობა. სამეცნიერო აღმოჩენის შეთანხმებულ კლასიფიკაციამდე მისაღწევად, დაკვირვებებმა ხუთ-სიგმიანი ზღვარი უნდა გადაკვეთოს, რის შემდეგაც, შემთხვევითობის ალბათობა 0,00006 პროცენტს ქვემოთაა.მკვლევართა განცხადებით, ჯეიმს ვებით კიდევ 16-24-საათიანი დაკვირვებით შეიძლება მიაღწიონ ხუთ-სიგმნიან მნიშვნელობას.წინა დაკვირვებებით დადგინდა, რომ პლანეტა K2-18b დედამიწაზე 8,6-ჯერ მასიური და 2,6-ჯერ დიდია. მდებარეობს ჩვენგან 124 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მაშინ მის ატმოსფეროში მეთანი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნახშირბადზე დაფუძნებული მოლეკულები სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იპოვეს. შედეგები „ჰიკეანე“ პლანეტის პროგნოზებთან შესაბამისი იყო — სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, მთლიანად ოკეანეით დაფარული პლანეტის, რომელიც წყალბადით მდიდარ ატმოსფეროშია გახვეული.თუმცა, კიდევ ერთი სუსტი სიგნალი მიუთითებდა, რომ K2-18b-ზე რაღაც ხდებოდა.„დაზუსტებით არ ვიცით, იყო თუ არა ჩვენ მიერ ბოლოს ნანახი სიგნალი დიმეთილსუფლიდის, მაგრამ ამაზე უბრალოდ მინიშნებაც კი ჩვენთვის საკმარისად ამაღელვებელი იყო, რომ დაკვირვებები ჯეიმს ვების სხვა ინსტრუმენტითაც ჩაგვეტარებინა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი ნიკუ მადჰუსუდანი.შორეულ პლანეტათა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის განსასაზღვრად, ასტრონომები სწავლობენ დედავარსკვლავის სინათლეს იმ მომენტში, როცა პლანეტა ტრანზიტს ახორციელებს, ანუ ჩაივლის ჩვენი გადმოსახედიდან ვარსკვლავის წინ. K2-18b-ის ტრანზიტისას, ჯეიმს ვებს შეუძლია დააფიქსიროს ოდნავი ჩაბნელება ვარსკვლავის სინათლეში და სინათლის ის უმცირესი ნაწილიც, რომელიც პლანეტის ატმოსფეროში გაივლის. გავლილი სინათლის გარკვეულ ნაწილს პლანეტის ატმოსფერო შთანთქავს, რაც ვარსკვლავის სპექტრში ტოვებს ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც, ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ ეგზოპლანეტის შემადგენელი აირები.წინა დაკვირვებისას, დიმეთილსუფლიდი ჯეიმს ვების ინსტრუმენტმა NIRISS-მა და NIRSpec-მა დააფიქსირა, რომლებიც ერთობლივად ტალღის სიგრძის ახლო-ინფრაწითელ (0,8-5 მიკრონი) დიაპაზონს ფარავენ. ახალი, დამოუკიდებელი დაკვირვება ჯეიმს ვების MIRI ინსტრუმენტით ჩაატარეს შუა-ინფრაწითელ (6-12 მიკრონი) დიაპაზონში.„ეს გახლავთ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი ხაზი, რომელიც წინასგან განსხვავებული ინსტრუმენტითა და სინათლის ტალღის სხვა სიგრძეში მივიღეთ, სადაც არ არსებობს გადაფარვა წინა დაკვირვებებისგან. სიგნალი ძლიერი და მკაფიოა“, — აღნიშნავს მადჰუსუდანი.„საოცარი იყო, როდესაც შედეგები უცვლელი დარჩა ვრცელ, დამოუკიდებელ ანალიზებსა და მკაცრ ტესტებში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი მანს ჰოლმბერგი.დიმეთილსუფლიდი (DMS) და დიმეთილდისულფიდი (DMDS) ერთი ქიმიური ოჯახის მოლეკულებია და ორივე მათგანი ბიოხელწერას წარმოადგენს. ორივე მოლეკულა ტალღის სიგრძის დაკვირვებულ დიაპაზონში ფარავდა სპექტრულ მახასიათებლებს, მაგრამ შემდეგი დაკვირვებები წარმოაჩენს სხვაობებს მათ შორის.თუმცა, K2-18b-ის ატმოსფეროში დიმეთილსუფლიდისა და დიმეთილდისულფიდის კონცენტრაცია დედამიწისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება; ჩვენს პლანეტაზე ეს მაჩვენებელი მოცულობით ყოველ მილიარდზე ერთი ნაწილი ან უფრო დაბალია. K2-18b-ზე მათი მაჩვენებელი ათასობით უფრო მაღალია — ათი ნაწილი ყოველ მილიონზე.„წინა თეორიული ნაშრომები პროგნოზირებდა, რომ გოგირდზე დაფუძნებული აირების, მაგალითად, დიმეთილსუფლიდისა და დიმეთილდისულფიდის მაღალი მაჩვენებელი შესაძლებელი უნდა იყოს ჰიკეანე პლანეტებზე. ახლა ჩვენ ის მართლაც ვნახეთ, ზუსტად ისე, როგორც პროგნოზირებული იყო. გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რაც ამ პლანეტის შესახებ ვიცით, ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს ყველაზე უკეთესად შეესაბამება სცენარი მთლიანად ოკეანით დაფარული ჰიკეანე პლანეტისა, რომელიც სიცოცხლითაა სავსე“, — ამბობს მადჰუსუდანი.მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ამაღელვებელია, უმნიშვნელოვანესია უფრო მეტი მონაცემის მიღება იქამდე, ვიდრე გადაჭრით ვიტყვით, რომ რომელიმე უცხო პლანეტაზე სიცოცხლე ვიპოვეთ. მართალია, ფრთხილად ოპტიმისტურია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ K2-18b-ზე შეიძლება მიმდინარეობდეს ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესები, რომლებიც ამ აირებს წარმოქმნის. მადჰუსუდანს იმედი აქვს, რომ კოლეგებთან ერთად ჩაატარებს კიდევ უფრო მეტ თეორიულ და ექსპერიმენტულ სამუშაოს, რათა განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა დიმეთილსუფლიდისა და დიმეთილდისულფიდის ასეთი ოდენობით წარმოქმნა არაბიოლოგიური პროცესების მიერ.„ამ ბიოხელწერის მოლეკულების არსებობა სვამს სიღრმისეულ კითხვებს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მათ უნდა წარმოქმნიდეს. ჩვენი კვლევა საწყისი წერტილია ყველა იმ კვლევისა, რომელიც ახლაა საჭირო ამ ამაღელვებელი აღმოჩენის დადასტურებისა და შედეგების აღქმისათვის“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარი სავას კონსტანტინუ.მკვლევართა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ისინი შედეგების მიმართ ღრმად სკეპტიკურები არიან, რადგან ტესტირება და კვლავ ტესტირებაა საჭირო, ვიდრე მიაღწევენ წერტილს, როცა საბოლოოდ დარწმუნებული იქნებიან.მადჰუსუდანი ამბობს, რომ ჯეიმს ვების უმძლავრესი ხელსაწყოებით და მომავლის სხვა ტელესკოპებით, კაცობრიობა ახალ ნაბიჯებს გადადგამს, რათა პასუხი გასცეს უმნიშვნელოვანეს კითხვას: ვართ თუ არა მარტონი სამყაროში?„გავა ათწლეულები და შეიძლება კვლავ ამ მომენტს დავუბრუნდეთ და გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ეს იყო სამყაროში დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენის მომენტი. შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტი იყოს, რომელშიც პასუხი გავეცით ფუნდამენტურ კითხვას სამყაროში ჩვენი მარტოობის შესახებ“, — ამბობს მადჰუსუდანი.კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.ავტორი:  მიხეილ ჭაბუკაშვილი

სუდანი

მსოფლიო 1744704734

სუდანში, დარფურის რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბოლო თავდასხმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში, დარფურის რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბოლო თავდასხმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.გასულ კვირას დაჯგუფებამ ინტენსიური სახმელეთო და საჰაერო იერიში დაიწყო რეგიონული ცენტრის, ქალაქ ელ-ფაშერის გარშემო განთავსებულ დევნილთა ბანაკებზე. გაერო-ს ინფორმაციით, ხუთშაბათიდან კვირამდე დადასტურებულია 148 ადამიანის მკვლელობა, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მაღალია.გაერო-ს პრესსპიკერმა, რავინა შამდასანიმ „ბიბისის“ განუცხადა, რომ გადამოწმების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და მსხვერპლთა რიცხვში არ არის გათვალისწინებული კვირას დაღუპულები. გაერო-ს მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ჰუმანიტარული მისიების, სულ მცირე, ცხრა თანამშრომელია.„სანდო წყაროების ცნობით, მოკლულია 400-ზე მეტი ადამიანი“, – აღნიშნა შამდასანიმ.სუდანის სამთავრობო ჯარსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2023 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებებმა გამოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი და მილიონობით ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება აიძულა. ელ-ფაშერის გარშემო მდებარე დევნილთა ბანაკებს 700 ათასზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ სამოქალაქო პირებზე თავდასხმას უარყოფს. ელ-ფაშერი დარფურის რეგიონში ბოლო მსხვილი ქალაქია, რომელსაც სუდანის სამთავრობო არმია აკონტროლებს. ქალაქი „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მიერ, ერთი წელია, ალყაშია მოქცეული.მედიის ცნობით, დღეს ლონდონში სუდანის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. შეხვედრის წინ გაერთიანებულმა სამეფომ სუდანისთვის 120 მილიონი ფუნტის ოდენობის და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.