საქართველოს რკინიგზა

საზოგადოება 1714491552

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

საზოგადოება

საზოგადოება 1714301160

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

რკინიგზა

საზოგადოება 1713932064

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს.რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.“ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

საზოგადოება

საზოგადოება 1713889908

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

ერდოღანი

პოლიტიკა 1708418983

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე განახლების სამუშაო სწრაფად უნდა დასრულდეს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის დროს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახლო მომავალში აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა."[აზერბაიჯანთან] ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს პირველად მიაღწია 7.5 მილიარდ დოლარს. მიზანდასახული გვაქვს, რომ გავზარდოთ ძალისხმევა, რათა $15 მილიარდის მიზანს მივაღწიოთ. კრიტიკული გამოწვევების დროს, ცხადია, რომ ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში საკუთარი პოტენციალის განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. იმისთვის, რომ ამ ხაზიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, სასწრაფოდ უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები. სექტემბერში, თურქეთის კარიბჭე ნახიჩევანში ვიზიტის დროს მე და პრეზიდენტმა ალიევმა სწორედ ამ გაგების საფუძველზე მოვაწერეთ ხელი პროტოკოლს, რომლის მიზანია ყარსი-ნახიჩევანის სარკინიზო პროექტის შექმნა." – თქვა ერდოღანმა.ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ კასპიიდან გაზის მიღება და ევროპისთვის მიწოდება პრიორიტეტული საკითხია."TANAP-ის (ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის პროექტი) მოცულობის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთისთვისა და ევროპისთვის ჩვენს პრიორიტეტებს შორის არის. ასევე მსურს შეგახსენოთ, რომ ენერგეტიკულ კოოპერაციას შევმატეთ ახალი განზომილება იღდურ-ნახიჩევანის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ნახიჩევანში ჩემი ვიზიტის დროს." – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.გასული წლის 15 მაისს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურა. საქართველოს რკინიგზაში ამბობდნენ, რომ მიზეზი მონაკვეთზე არსებული სარემონტო სამუშაოები იყო."ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, "მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე, მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის,"დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა." – ამბობდნენ გასულ წელს საქართველოს რკინიგზაში.2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს გახსნილ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში დამატებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდებოდა, ხოლო მისი გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა.საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი იყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი 2017 წლის ოქტომბერში დაიძრა. მას შემდეგ პროექტი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 826 კილომეტრია, აქედან 254 კილომეტრი საქართველოზე გადის.2019 წელს თურქეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესაძლოა, რუსეთის რკინიგზას დაკავშირებოდა. საქართველოს მთავრობაში ამბობდნენ, რომ პროექტში სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.

გაზი შეწყდა

საზოგადოება 1707375826

თბილისში, 9100 აბონენტს გაზი ავარიულად შეუწყდა

კერძო კომპანიამ „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება 9100 აბონენტს შეუწყდა, ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.„სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. 12-ის მიმდებარედ ერთ-ერთმა კომპანიამ მიწის ბურღვისას „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. შედეგად გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპს”, ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”), გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის, მშენებლეთა დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ანდრია დადიანის (ნავთლუღ-კახეთის), ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩებზე, კახეთის ჩიხის, კახეთის გზათკეცილის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა # 108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს ,,იფქლი 1”, ქიზიყის ქ. 4-ში შპს ,,KASPIAN KREDO”, შპს ,, მიონზა”, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალს, შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, შპს ,,ქართუ უნივერსალს”, შპს ,, MჟA Gეორგია”-ს, სს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას, შპს ,,ჯითიეი ტრეიდს”, ფ/პ შოთა კევლიშვილს.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 თებერვლის 12:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა

საზოგადოება 1707300085

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.  სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. მის სიმღერებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებენ ცნობილი მომღერლები. ვაჟა აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.ასევე დაგაინტერესებთ:„უქმდება შემდეგი რეისები...“ - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს„ჩემო ნიაკო რამდენი წარმატება გელოდებოდა წინ, კიდევ სტიპენდიები, სერტიფიკატები, კონფერენციები…“ - ბაღდათის ტრაგედიას 20 წლის ნია რობაქიძე ემსხვერპლავინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა

რკინიგზა

საზოგადოება 1707299636

„უქმდება შემდეგი რეისები...“ - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.„ძვირფასო მგზავრებო,დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:ბათუმი-თბილისი №801ზუგდიდი-თბილისი № 869თბილისი-ბათუმი № 804თბილისი-ფოთი 874.ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:ზესტაფონი-ხაშური №6446ხაშური-ზესტაფონი №6418და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე დაგაინტერესებთ:ვინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონაროგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია ძმას დაბადების დღესპრინცი ჰარი მამასთან მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში დარჩა, ძმას არ შეხვედრია და ღამე სასტუმროში გაატარა

მაშველები

შემთხვევა 1707283572

VIDEO: რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა - 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს - მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია სამი ცხედარი.მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება. ასევე ნახეთ:“ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი” - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზესამეგრელოში ძლიერმა ქარმა სამასამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, დაზიანებულია 4 სკოლისა და 2 საბავშვო ბაღის შენობა“უამინდობის გამო რეისები უქმდება…”- საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

რკინიგზა

საზოგადოება 1707279692

“უამინდობის გამო რეისები უქმდება…”- საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს გარკვეული რეისები უქმდება.„უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:თბილისი-ბათუმი (802),თბილისი-ზუგდიდი (870),თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),ბათუმი-თბილისი (803),ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),ფოთი-თბილისი (873),ხაშური-ზესტაფონი (6446)ზესტაფონი-ხაშური (6417).გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ”, – ვკითხულობთ ტექსტში.

დიასა

ტაბლოიდი 1707251349

VIDEO: რა საჩუქარი მიიღო გიორგი დიასამიძემ დაბადების დღეზე გულშემატკივრებისგან

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გიორგი დიასამიძე იუბილარია. „პრაიმჰაუსელს“ გულშემატკივრებმა დაბადების დღე მიულოცეს და ფეიერვერკი მოუწყვეს. ნახეთ ვიდეო აქასევე დაგაინტერესებთ:კლინიკიდან გაწერეს 17 წლის გოგო, რომელზეც მამა სექსუალურად ძალადობდა და მისგან შვილი გააჩინათბილისის 7 რაიონში შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი„მოლითში მეწყერი ჩამოწვა...“ - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

მიწისძვრა

მსოფლიო 1707249835

ელ სალვადორში მიწისძვრა მოხდა

ელ სალვადორში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე დაგაინტერესებთ:კლინიკიდან გაწერეს 17 წლის გოგო, რომელზეც მამა სექსუალურად ძალადობდა და მისგან შვილი გააჩინათბილისის 7 რაიონში შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი„მოლითში მეწყერი ჩამოწვა...“ - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს