1715518209
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს.
საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.
„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.